საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“. საგრანტო პროგრამის მიზანია ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, მოსწავლეების კულტურულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდა, საკვირაო სკოლების გაძლიერება სასწავლო მასალით და შემოქმედებითი რესურსებით, საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით.
საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“. კონკურსის მიზანია ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია, ასევე, დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების აქტიური ჩართულობით.
2026 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება ცვლილებები „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში. საკანომდებლო ცვლილებების მიზანია მიგრაციული პროცესების რეგულირებისა და მართვის მექანიზმების გაუმჯობესება, არალეგალური მიგრაციის შემცირება, საქართველოს შრომითი ბაზრის დაცვა და მისი სტაბილური განვითარება.
გაცნობებთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება დისტანციური სწავლების პროგრამა „ქართული ენა ემიგრანტებისთვის“ (https://distancelearning.mes.gov.ge), რომლის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებსა და მოზარდებში ქართული ენის ფლობის დონის გაუმჯობესება, ეროვნულ-კულტურული იდენტობის განმტკიცება და განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, თანამედროვე დისტანციური სწავლების მექანიზმების გამოყენებით.
პროგრამა ეფუძნება საქართველოს ზოგადი განათლების სფეროში მოქმედ საგნობრივ სტანდარტებს, დიასპორის მხარდაჭერის სახელმწიფო პოლიტიკის დებულებებსა და დისტანციური სწავლების მარეგულირებელ საკანონმდებლო ჩარჩოს.
პროგრამის ფარგლებში სწავლების პროცესს ახორციელებენ მაღალი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგები. სასწავლო მოდელი მორგებულია ემიგრანტი ბავშვებისა და მოზარდების ასაკობრივ, ენობრივ და კულტურულ თავისებურებებზე. დაფუძნებულია თანამედროვე პედაგოგიურ მიდგომებსა და საერთაშორისო სტანდარტებზე.
პროგრამა სრულად ფინანსდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ და განკუთვნილია 5-18 წლის ასაკის ემიგრანტი მოსწავლეებისთვის. ჯგუფებში განაწილება ხდება ასაკისა და ენის ფლობის დონის მიხედვით, რაც უზრუნველყოფს სწავლების ოპტიმალურ ხანგრძლივობას და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებას.
პროგრამის ადმინისტრირება სრულად ხორციელდება პორტალის საშუალებით, რაც მოიცავს სწავლების მართვისა და მხარდაჭერის სრულ ფუნქციონალს, მათ შორის:
🔹მოსწავლის ან მშობლის რეგისტრაციასა და ავტორიზაციას;
🔹 სასურველი პედაგოგისა და სასწავლო ჯგუფის შერჩევის შესაძლებლობას;
🔹 ყველა საჭირო სასწავლო რესურსზე ერთიან, წვდომას;
🔹 გაკვეთილების ორგანიზებულ, სტრუქტურირებულ და ტექნოლოგიურად გამართულ პროცესს.
გაკვეთილები ტარდება კვირაში ორჯერ, Microsoft TEAMS პლატფორმის საშუალებით.
🔗პროგრამაში ჩასართავად და პორტალზე რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, გამოიყენოთ შემდეგი ბმული: https://distancelearning.mes.gov.ge
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ იაპონიის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის - "Waseda University" რექტორთან, აიჯი ტანაკასთან შეხვედრა გამართა.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თეიმურაზ ლეჟავა ქართული ღვინის ერთ-ერთი იმპორტიორი კომპანიის “Nonna and Sidhi” მიერ ორგანიზებულ ქართული ღვინის პრეზენტაციის ღონისძიებას, სახელწოდებით “Poliphonia: Ancient Roots, Creating New Life”-ს დაესწრო.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ და საელჩოს თანამშრომელმა, ლევან გორგაძემ საერთაშორისო გამოფენა “ProWine Tokyo 2025”-ის ფარგლებში მოწყობილი ქართული სტენდი მოინახულეს.