Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

თეიმურაზ ლეჟავა

თეიმურაზ ლეჟავა 1988 წლის 12 აპრილს, ქ.თბილისში დაიბადა. 4 წლის ასაკში მშობლებთან ერთად საცხოვრებლად იაპონიის ქალაქ ჰიროშიმაში გადავიდა, სადაც მისი მამა ჰიროშიმის უნივერსიტეტის დოქტორანტურაში ჩაირიცხა. ჰიროშიმაში გატარებული 4 წლის შემდეგ თეიმურაზს სხვადასხვა ქვეყნებში მოუწია ცხოვრება და შესაბამისად განათლების მიღება - საქართველოში, იაპონიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში. მან სამუშაო გამოცდილება იაპონურ და ქართულ კერძო სექტორებში, ხოლო მოგვიანებით კი საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურაში მიიღო. თეიმურაზი ბავშვობიდან თამაშობდა ხელბურთს, 2005- 2007 წლებში ის საქართველოს 21-წლამდე ეროვნული ნაკრების წევრი იყო.

განათლება:

2008 – 2011 - ვასედას უნივერსიტეტი (ტოკიო, იაპონია): ბაკალავრის ხარისხი - ჰუმანიტარული მეცნიერების კათედრა, საერთაშორისო ჟურნალისტიკის განხრით

შრომითი საქმიანობა:

2012 – 2015 - იაპონური კორპორაცია "კიკკომან", ადგილობრივი გაყიდვების და მარკეტინგის დეპარტამენტი, საერთაშორისო გაყიდვების და მარკეტინგის დეპარტამენტი

2015 – 2018 - იაპონია საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები (კერძო სექტორში საქმიანობა)

2017 – 2018 -  შპს „დელივერი“ (ონლაინ სავაჭრო მომსახურება) დამფუძნებელი

2018 – 2019 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, აზიისა და წყნარი ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტი, მრჩეველი

2019 – 2021 - იაპონიაში საქართველოს საელჩო, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი (საქმეთა დროებითი რწმუნებული)

2021 წლის 15 ნოემბრიდან - იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი

ოჯახი: მეუღლე, 2 შვილი

ჰობი: ლიტერატურა და ხელოვნება, სპორტი (ფეხბურთი, ჩოგბურთი), იოგა.