- მთავარი
- ელჩის ბიოგრაფია
- თეიმურაზ ლეჟავა
თეიმურაზ ლეჟავა
თეიმურაზ ლეჟავა 1988 წლის 12 აპრილს, ქ.თბილისში დაიბადა. 4 წლის ასაკში მშობლებთან ერთად საცხოვრებლად იაპონიის ქალაქ ჰიროშიმაში გადავიდა, სადაც მისი მამა ჰიროშიმის უნივერსიტეტის დოქტორანტურაში ჩაირიცხა. ჰიროშიმაში გატარებული 4 წლის შემდეგ თეიმურაზს სხვადასხვა ქვეყნებში მოუწია ცხოვრება და შესაბამისად განათლების მიღება - საქართველოში, იაპონიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში. მან სამუშაო გამოცდილება იაპონურ და ქართულ კერძო სექტორებში, ხოლო მოგვიანებით კი საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურაში მიიღო. თეიმურაზი ბავშვობიდან თამაშობდა ხელბურთს, 2005- 2007 წლებში ის საქართველოს 21-წლამდე ეროვნული ნაკრების წევრი იყო.
განათლება:
2008 – 2011 - ვასედას უნივერსიტეტი (ტოკიო, იაპონია): ბაკალავრის ხარისხი - ჰუმანიტარული მეცნიერების კათედრა, საერთაშორისო ჟურნალისტიკის განხრით
შრომითი საქმიანობა:
2012 – 2015 - იაპონური კორპორაცია "კიკკომან", ადგილობრივი გაყიდვების და მარკეტინგის დეპარტამენტი, საერთაშორისო გაყიდვების და მარკეტინგის დეპარტამენტი
2015 – 2018 - იაპონია საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები (კერძო სექტორში საქმიანობა)
2017 – 2018 - შპს „დელივერი“ (ონლაინ სავაჭრო მომსახურება) დამფუძნებელი
2018 – 2019 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, აზიისა და წყნარი ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტი, მრჩეველი
2019 – 2021 - იაპონიაში საქართველოს საელჩო, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი (საქმეთა დროებითი რწმუნებული)
2021 წლის 15 ნოემბრიდან - იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
ოჯახი: მეუღლე, 2 შვილი
ჰობი: ლიტერატურა და ხელოვნება, სპორტი (ფეხბურთი, ჩოგბურთი), იოგა.