Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

შეხვედრა იაპონიის პარლამენტის წევრთან

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ, იაპონიის პარლამენტის წევრ სატოში ასანოსთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის ნაყოფიერი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები. სატოში ასანომ განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალის მიმართ და აღნიშნა, რომ გლობალური ტენდენციების ფონზე საქართველო იაპონიისთვის მიმზიდველ პარტნიორს წარმოადგენს.