საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი საზეიმო მიღება
26 მაისს საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ტოკიოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი საზეიმო მიღება გაიმართა.
მიღებაზე საქართველოს ჰიმნი შეასრულა იაპონიაში მოღვაწე ქართველმა მუსიკოსმა, გიორგი ბაბუაძემ. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს ქართული პოლიფონია წარუდგინა ანსამბლმა “იამაშიროგუმიმ”.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სტულუფლებიანმა ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ, იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე მინისტრმა, ჰისაში მაცუმოტომ, იაპონიის იუსტიციის მინისტრმა და საქართველო-იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის გენერალურმა მდივანმა, კეისუკე სუძუკიმ, იაპონიის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა და საქართველო-იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრმა, მასააკი ტაირამ და საქართველო-იაპონიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ და საქართველოში იაპონიის ყოფილმა ელჩმა, ტადაჰარუ უეჰარამ.
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს წარედგინათ ქართველი დიზაინერების ნამუშევრები. მიღებაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო და კერძები.
მიღებას ესწრებოდნენ: იაპონელი პოლიტიკოსები, იაპონიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები, იაპონიაში მცხოვრები თანამემამულეები და ადგილობრივი ბიზნესის და კულტურის წრეების წარმომადგენლები.