Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო იაპონიაში

საქართველოს საელჩო იაპონიაში

აკრედიტებულია მარშალის კუნძულების რესპუბლიკაში

საგანმანათლებლო პორტალი ემიგრანტებისთვის

გაცნობებთ, რომ საქართველოს განათლებლის, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება დისტანციური სწავლების პროგრამა „ქართული ენა ემიგრანტებისთვის“ (https://distancelearning.mes.gov.ge), რომლის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებსა და მოზარდებში ქართული ენის ფლობის დონის გაუმჯობესება, ეროვნულ-კულტურული იდენტობის განმტკიცება და განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, თანამედროვე დისტანციური სწავლების მექანიზმების გამოყენებით. 

პროგრამა ეფუძნება საქართველოს ზოგადი განათლების სფეროში მოქმედ საგნობრივ სტანდარტებს, დიასპორის მხარდაჭერის სახელმწიფო პოლიტიკის დებულებებსა და დისტანციური სწავლების მარეგულირებელ საკანონმდებლო ჩარჩოს. 

პროგრამის ფარგლებში სწავლების პროცესს ახორციელებენ მაღალი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგები. სასწავლო მოდელი მორგებულია ემიგრანტი ბავშვებისა და მოზარდების ასაკობრივ, ენობრივ და კულტურულ თავისებურებებზე. დაფუძნებულია თანამედროვე პედაგოგიურ მიდგომებსა და საერთაშორისო სტანდარტებზე. 

პროგრამა სრულად ფინანსდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ და განკუთვნილია 5-18 წლის ასაკის ემიგრანტი მოსწავლეებისთვის. ჯგუფებში განაწილება ხდება ასაკისა და ენის ფლობის დონის მიხედვით, რაც უზრუნველყოფს სწავლების ოპტიმალურ ხანგრძლივობას და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებას. 

პროგრამის ადმინისტრირება სრულად ხორციელდება პორტალის საშუალებით, რაც მოიცავს სწავლების მართვისა და მხარდაჭერის სრულ ფუნქციონალს, მათ შორის: 
🔹მოსწავლის ან მშობლის რეგისტრაციასა და ავტორიზაციას; 
🔹 სასურველი პედაგოგისა და სასწავლო ჯგუფის შერჩევის შესაძლებლობას; 
🔹 ყველა საჭირო სასწავლო რესურსზე ერთიან, წვდომას; 
🔹 გაკვეთილების ორგანიზებულ, სტრუქტურირებულ და ტექნოლოგიურად გამართულ პროცესს. 

გაკვეთილები ტარდება კვირაში ორჯერ, Microsoft TEAMS პლატფორმის საშუალებით. 

🔗პროგრამაში ჩასართავად და პორტალზე  რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, გამოიყენოთ შემდეგი ბმული: https://distancelearning.mes.gov.ge