შეხვედრა ვასედას უნივერსიტეტის რექტორთან
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ იაპონიის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის - "Waseda University" რექტორთან, აიჯი ტანაკასთან შეხვედრა გამართა.
მხარეებმა საქართველოსა და იაპონიას შორის აკადემიური გაცვლისა და კვლევითი თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. ბატონმა ტანაკამ ქართულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის მიმართ ინტერესი დააფიქსირა და აღნიშნა, რომ მსგავსი გაცვლა ორივე მხარისთვის ნაყოფიერი იქნება.