ინფორმაცია საელოს მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ
მ/წლის 29 მარტს იაპონიაში საქართველოს საელჩომ, მედია სივრცეში გაავრცელა წერილი იაპონურ ენაზე, რომელიც ეხება იაპონურ მედიაში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებისას ფაქტების არასრულად გადმოცემის შემთხვევებს.
ხშირად არის შემთხვევები, როდესაც იაპონური პრესა ერიდება ისეთი ტერმინების გამოყენებას, როგორიცაა „საქართველოს ოკუპირებული რეგიონები“ ან „რუსეთის საოკუპაციო ჯარი“ და სხვ.
შესაბამისად, საქართველოს საელჩომ მედია საშუალებების მიმართ სოციალური ქსელის „Twitter” საშუალებით გაავრცელა მიმართვა, რომელშიც აღწერილია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობის აღწერისას შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენება.
აღნიშნულმა განცხადებამ დიდი გამოხმაურება და მხარდაჭერა მოიპოვა „Twitter”-ის იაპონელ მომხმარებლებს შორის. იმედს ვიტოვებთ, რომ იაპონური მედია საშუალებები გაითვალისწინებენ საქართველოს საელჩოს მიერ გაკეთებული განცხადების სულისკვეთებას.
განცხადება შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:
https://twitter.com/georgiainjapan/status/1508650075786199040?s=21&t=DWEVRj87p7eV8iL7jJ0Sow