შეხვედრა ტოკიოს პრეფექტურის ქ. ოტას მერთან
2022 წლის 14 იანვარს, იაპონიაში საქართველოს ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ ტოკიოს პრეფექტურის ქ. ოტას მერთან, ბნ. ტადაიოში მაცუბარასთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეები ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებათა სხვადასხვა მხარეებს შეეხნენ და მათ შორის, მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველო-იაპონიის დიპლომატიურ ურთიერთობებათა 30 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების გამართვის პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს.