შეხვედრა იაპონიის პარლამენტის მრჩეველთა პალატის თავმჯდომარესთან
2022 წლის 20 იანვარს იაპონიაში საქართველოს ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ იაპონიის პარლამენტის მრჩეველთა პალატის თავმჯდომარესთან, ქალბატონ აკიკო სანტოსთან შეხვედრა გამართა.
მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობათა სხვადასხვა ასპექტები განიხილეს და საქართველო-იაპონიის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს.