შეხვედრა იაპონიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან
2022 წლის 24 იანვარს, იაპონიაში საქართველოს ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ იაპონიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ბნ. მინორუ კიუჩისთან შეხვედრა გამართა.
მხარეებმა საქართველო-იაპონიის ორმხრივ ურთიერთობებათა კიდევ მეტად გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
საუბარში განსაკუთრებით ხაზი გაესვა, რომ იაპონიის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა მომავალშიც უცვლელად გაგრძელდება.