საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა და სემინარი
22 ნოემბრიდან 7 დეკემბრამდე, საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით "Tokyo Metropolitan University"-ში საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში, 4 დეკემბერს 15:00-17:00 საათზე ჩატარდება სემინარი, სახელწოდებით " 100 წელი საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენისა და პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსებიდან".