ვიზიტი ოიტასა და მიაძაკის პრეფექტურებში
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თეიმურაზ ლეჟავა ვიზიტით იმყოფებოდა ოიტასა და მიაძაკის პრეფექტურებში.
ვიზიტის ფარგლებში ელჩმა შეხვედრები გამართა ოიტას გუბერნატორის მოადგილესთან, რიუტარო კუვატასთან, მიაძაკის გუბერნატორთან, შიუნჯი კავანოსთან, ტაკამორის მერთან, ტაისეი კუსამურასთან, ქ. ჰიუგას მერთან, სატოში ნიშიმურასთან, აიას მერთან, ტაკაჰირო მაცუმოტოსთან და ქ. მიაძაკის მერთან, ტომონორი კიოიამასთან.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში, ელჩს მეგზურობა გაუწია იაპონიის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის წევრმა, შუნსუკე ტაკეიმ.