Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ქართული სტენდი გამოფენაზე “ProWine Tokyo 2025”

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ და საელჩოს თანამშრომელმა, ლევან გორგაძემ საერთაშორისო გამოფენა “ProWine Tokyo 2025”-ის ფარგლებში მოწყობილი ქართული სტენდი მოინახულეს.
ქართული სტენდი ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით მოეწყო და მასზე წარმოდგენილია შემდეგი კომპანიები:
- მეღვინეობა წერეთელი
- ⁠ბინეხი
- ⁠GWS
- ⁠Chateau Mukhrani
- ⁠BOLERO & Company
- ⁠Bekauri Family Vineyards
- ⁠იმერეთის ღვინის ასოციაცია
- ⁠ფერიანი
- ⁠GK Winery
წარმატებებს ვუსურვებთ ქართულ მეღვინეობებს.