2022 წლის 24 იანვარს, იაპონიაში საქართველოს ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ იაპონიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ბნ. მინორუ კიუჩისთან შეხვედრა გამართა.
მხარეებმა საქართველო-იაპონიის ორმხრივ ურთიერთობებათა კიდევ მეტად გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
საუბარში განსაკუთრებით ხაზი გაესვა, რომ იაპონიის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა მომავალშიც უცვლელად გაგრძელდება.