საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

თეიმურაზ ლეჟავა 1988 წლის 12 აპრილს, ქ.თბილისში დაიბადა. 4 წლის ასაკში მშობლებთან ერთად საცხოვრებლად იაპონიის ქალაქ ჰიროშიმაში გადავიდა, სადაც მისი მამა ჰიროშიმის უნივერსიტეტის დოქტორანტურაში ჩაირიცხა. ჰიროშიმაში გატარებული 4 წლის შემდეგ თეიმურაზს სხვადასხვა ქვეყნებში მოუწია ცხოვრება და შესაბამისად განათლების მიღება - საქართველოში, იაპონიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში. მან სამუშაო გამოცდილება იაპონურ და ქართულ კერძო სექტორებში, ხოლო მოგვიანებით კი საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურაში მიიღო. თეიმურაზი ბავშვობიდან თამაშობდა ხელბურთს, 2005- 2007 წლებში ის საქართველოს 21-წლამდე ეროვნული ნაკრების წევრი იყო.

 

განათლება:

2008 – 2011

ვასედას უნივერსიტეტი (ტოკიო, იაპონია): ბაკალავრის ხარისხი - ჰუმანიტარული მეცნიერების კათედრა, საერთაშორისო ჟურნალისტიკის განხრით

 

შრომითი საქმიანობა:

2012 – 2015

იაპონური კორპორაცია "კიკკომან", ადგილობრივი გაყიდვების და მარკეტინგის დეპარტამენტი, საერთაშორისო გაყიდვების და მარკეტინგის დეპარტამენტი

2015 – 2018

იაპონია საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები (კერძო სექტორში საქმიანობა)

2017 – 2018

 შპს „დელივერი“ (ონლაინ სავაჭრო მომსახურება) დამფუძნებელი

2018 – 2019

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, აზიისა და წყნარი ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტი, მრჩეველი

2019 – 2021

იაპონიაში საქართველოს საელჩო, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი (საქმეთა დროებითი რწმუნებული)

2021 წლის 15 ნოემბრიდან

იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი

 

ოჯახი: მეუღლე, 2 შვილი

ჰობი : ლიტერატურა და ხელოვნება, სპორტი (ფეხბურთი, ჩოგბურთი), იოგა.