საქართველოს საელჩო იაპონიაში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
Toggle navigation
დოკუმენტები
მედია ცენტრი
სიახლეები
განცხადებები
საელჩოს შესახებ
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია
საელჩოს სტრუქტურა
საკონტაქტო ინფორმაცია
საკონსულო განყოფილება
საკონსულო მომსახურებები
e-Visa
მისამართი და მიღების საათები
ინფორმაცია სამშობლოში დაბრუნების მსურველი ემიგრანტებისთვის
ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა
ორმხრივი ურთიერთობები
ორმხრივი ურთიერთობების ისტორია
მნიშვნელოვანი ვიზიტები
დიასპორა
ნატოელი პარტნიორების მხრიდან კიდევ ერთხელ მივიღეთ საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერის რწმუნება - დავით ზალკალიანი
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ნატო-ს წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან ალიანსში, სადაც საქართველომ პარტნიორი ქვეყნების მხრიდან კიდევ ერთხელ მიიღო მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის და როგორც ალიანსის, ასევე წევრი სახელმწიფოების მხრიდან ამ გზაზე შემდგომი პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერის მიმართულებით.
შეხვედრაზე აღინიშნა უსაფრთხოების საკითხებზე ნატო-რუსეთის დიალოგის ფარგლებში პარტნიორ სახელმწიფოებთან - საქართველოსთან და უკრაინასთან მუდმივ რეჟიმში კომუნიკაციისა და კოორდინაციის მნიშვნელობა, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი რომ საქართველო წარმოადგენს ნატო-ს ღირებულ და საიმედო პარტნიორს და ასევე აღინიშნა საქართველოს როლი რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში.
„მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ გაჟღერდა ნატოელი პარტნიორების პოზიცია, რომ ისინი არიან ერთიანი და მათ მიდგომებში არაფერი იცვლება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმ მწვავე რიტორიკისა, რაც მომდინარეობს რუსეთის ფედერაციისგან და რაც წინააღმდეგობაშია საერთაშორისო პრინციპებთან, შესაბამისად იმ საკითხებთან მიმართებაში, რომელიც იყო წამოწეული ცნობილ ორ დოკუმენტში, ნატოელი პარტნიორების პოზიცია არის მყარი, რომ კერძოდ არ გადაიხედება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, და რომ არავის აქვს უფლება საკუთარი გავლენის სფეროდ განიხილოს ესა თუ ის რეგიონი და რომ ქვეყნების ფუნდამენტური უფლებაა თავად აირჩიონ თუ უსაფრთხოების რომელ ალიანსი სურთ გაწევრიანება. შესაბამისად მნიშვნელოვანია ჩვენი კოორდინირებული მოქმედება იმასთან დაკავშირებით, რომ ის პროგრესი რაც აქვს საქართველოს ინტეგრაციის გზაზე არ დაზარალდეს და პირიქით კიდევ უფრო გაძლიერდეს“-აღნიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა ნატო-ს ელჩებთან გამართული შეხვედრის შემდგომ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ასევე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს ხედვებს, რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოს, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას. საქართველომ კიდევ ერთხელ გამოხატა სოლიდარობა უკრაინის მიმართ, მათ შორის კიდევ ერთხელ დაგმო უკრაინის სახელმწიფო უწყებების და კერძო ორგანიზაციების წინააღმდეგ განხორციელებული კიბერთავდასხმა. მინისტრმა პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლებს, ასევე მიაწოდა ინფორმაცია ბოლო პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნატო-
სთან
არსებული მაღალი დონის კომუნიკაციის შესახებ და მიესალმა პარტნიორ სახელმწიფოების მხრიდან კოორდინაციის გაზრდილ დინამიკას.
ნატო-ში ალიანსის წევრი სახელმწიფოების მუდმივ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა პოლონეთის მისიის ინიციატივით, საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, რომელიც ნატო-ს გენერალური მდივნის მიწვევით მიმდინარე წლის 17-18 იანვარს ხორციელდება.
Tweet
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია
KA
KA
EN
JP
A
A
A
A
A
A
A
A
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ცხელი ხაზი:
(995 32) 294 50 00
მისამართი:
საქართველო, თბილისი, შ. ჩიტაძის ქ. 4
მედია ცენტრი
დიპლომატიური სამსახური
საგარეო პოლიტიკა
საკონსულო ინფორმაცია
საელჩოები და წარმომადგენლობები
საელჩოს გვერდი
სასწავლო ცენტრი
დიპლომატის გზამკვლევი
საჯარო ინფორმაცია
საიტის რუქა
ბმულები
კონტაქტი