2022 წლის 3 თებერვალს, იაპონიაში საქართველოს საელჩოს მოწვევით ტოკიოში მიმდინარე ქართული ფილმების ფესტივალს იაპონიის პარლამენტის მრჩეველთა პალატის თავმჯდომარე, ქ-ნი აკიკო სანტო ეწვია და მხატვრული ფილმი „მონანიების“ ჩვენებას დაესწრო.
კინოჩვენების დასრულების შემდეგ, საქართველოს ელჩი, თეიმურაზ ლეჟავა ქ-ნ სანტოს ქართული კინემატოგრაფიისა და ზოგადად ჩვენი ქვეყნის კულტურის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა.
სტუმარმა თავის მხრივ, მადლიერება გადაუხადა ყველას, ვინც შესაძლებელი გახადა, რომ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავის აღსანიშნავად ამგვარი წარმატებული კულტურული ღონისძიება განხორციელებულიყო.