2022 წლის 20 იანვარს იაპონიაში საქართველოს ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ იაპონიის პარლამენტის მრჩეველთა პალატის თავმჯდომარესთან, ქალბატონ აკიკო სანტოსთან შეხვედრა გამართა.
მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობათა სხვადასხვა ასპექტები განიხილეს და საქართველო-იაპონიის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს.