საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა ტოკიოს პრეფექტურის ქ. ოტას მერთან

2022 წლის 14 იანვარს, იაპონიაში საქართველოს ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ ტოკიოს პრეფექტურის . ოტას მერთან, ბნ. ტადაიოში მაცუბარასთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეები ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებათა სხვადასხვა მხარეებს შეეხნენ და მათ შორის, მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველო-იაპონიის დიპლომატიურ ურთიერთობებათა 30 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების გამართვის პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს.