ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

 



ძირითადი ფაქტები


საქართველოს ისტორია 4000 წელზე მეტს ითვლის. ქართულმა კულტურამ, რომელიც საქართველოს ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში ყალიბდებოდა, დასაბამი მისცა ძლიერი ლიტერატურული ტრადიციების განვითარებას. უნიკალური ქართული ანბანი, რომელიც მსოფლიოში არსებულ 14 ანბანს შორისაა, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-5 საუკუნეში შეიქმნა.

საქართველოს ავტოკეფალური სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც უძველესია მსოფლიოს ქრისტიანულ ეკლესიებს შორის, 1 საუკუნეში მოციქულ ანდრიას ძალისხმევით დაარსდა. მე-4 საუკუნის დასაწყისში ქრისტიანობა საქართველოში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. ყოველივე ამან ხელი შეუწყო ქართველთა შორის ეროვნული თვითშეგნების გაძლიერებასა და ქართული თვითმყოფადობის შენარჩუნებას, მიუხედავად უცხოელ დამპყრობელთა განუწყვეტელი შემოსევებისა და ასიმილირების მცდელობისა.

მთელი თავისი ისტორიის მანძილზე საქართველოს უდიდესი იმპერიების გარემოცვაში უხდებოდა არსებობა. ამის გამოა, რომ აზიის უძლიერესი სახელმწიფოები მისი მიწა-წყლის დაპყრობას საუკუნეთა განმავლობაში ცდილობდნენ. მიუხედავად ურიცხვი შემოსევებისა და ომებისა, საქართველოს უდიდესმა და სახელგანთქმულმა მეფემ დავით აღმაშენებელმა (1089-1125) XII საუკუნეში საქართველოს გაერთიანება შესძლო. დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის (1184-1213) მმართველობა ისტორიაში შევიდა როგორც სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის, კულტურული აღორძინების, სოციალურ-ეკონომიკური აღმავლობისა და ეკლესია-მონასტრების მშენებლობის ხანა.


მსოფლიოში ძნელად თუ მოიძებნება ისეთი ქვეყანა, რომელმაც, საქართველოს მსგავსად, უამრავ თავდასხმას გაუძლო და თავისი თვითმყოფადობა შეუბღალავად მოიტანა ჩვენს დრომდე. საქართველოს ტერიტორიაზე მიმოფანტული ურიცხვი ეკლესია თუ ციხესიმაგრე ქვეყნის მშფოთვარე ისტორიული წარსულის მოწმეა.

საქართველოს უკანასკნელმა დამპყრობელმა, რუსეთმა, ქვეყნის ანექსია 1801 წელს განახორციელა. საქართველომ 200 წელი გაატარა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში: თავდაპირველად, როგორც რუსეთის გუბერნიამ, ხოლო შემდგომ, როგორც საბჭოთა რესპუბლიკამ. რუსეთის რევოლუციის შემდეგ, საქართველომ თავისუფლება მხოლოდ 3 წლით (1918-1921) მოიპოვა, საბჭოთა რუსეთის მიერ მის სრულ ანექსიამდე. 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ხოლო 1992 წელს საქართველო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 179-ე წევრი გახდა.


2003 წელს, მთავრობის მიერ საპარლამენტო არჩევნების გაყალბებამ ფართომასშტაბიანი სახალხო-საპროტესტო მოძრაობა გამოიწვია, რაც ვარდების დემოკრატიულ რევოლუციაში გადაიზარდა და შედეგად პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გადადგომა მოჰყვა. 2004 წლის ნოემბერში მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს. სააკაშვილის წინასაარჩევნო პროგრამის ძირითად პრინციპებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეთნიკური წმენდის შედეგების ლიკვიდაცია და ლტოლვილთა თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნება წარმოადგენდა.

დღეს საქართველო საპრეზიდენტო მმართველობის დემოკრატიული სახელმწიფოა.

ქვეყნის სახელწოდება „საქართველო" მომდინარეობს „ქართ" ძირისაგან, რაც უძველეს სატომო სახელს „ქართუ, კარდუ, ხალდუ"-ს უკავშირდება. 1918-1921 წლებში იწოდებოდა „საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკად", 1990-1995 წლებში - „საქართველოს რესპუბლიკა"-დ. ქვეყნის საერთაშორისო კოდია - GE.

გეოგრაფია


საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე, კერძოდ, კავკასიაში მდებარეობს. დასავლეთიდან მას ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილოეთით - რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ-აღმოსავლეთით - აზერბაიჯანი, სამხრეთით - სომხეთი და თურქეთი.

გეოგრაფიული კოორდინატები: 42.00 ჩრდილოეთით, 43.30 აღმოსავლეთით
ადგილმდებარეობა რუკაზე: ევროპა

ფართობი: 69, 700 კმ ² სახმელეთო

საზღვრები მთლიანად:1,461 კმ

მოსაზღვრე ქვეყნები: სომხეთი 164 კმ, აზერბაიჯანი 322 კმ, რუსეთი 723 კმ, თურქეთი 252 კმ

სანაპირო ხაზი: 310 კმ

კლიმატი: თბილი და სასიამოვნო; შავი ზღვის სანაპიროს კლიმატი ხმელთაშუა ზღვის კლიმატის მსგავსია.

რელიეფი: უმეტესწილად მთიანი დიდი კავკასიონის მთები ჩრდილოეთით და მცირე კავკასიონის მთები სამხრეთით; დასავლეთით კოლხეთის დაბლობი ესაზღვრება შავ ზღვას; აღმოსავლეთით მდებარეობს მდინარე მტკვრის აუზი; ნაყოფიერი ნიადაგი მდინარის ხეობებში და კოლხეთის დაბლობის მთისწინეთში.

უკიდურესი წერტილები: ყველაზე დაბალი წერტილი: შავი ზღვა 0 მ ყველაზე მაღალი წერტილი: მთა შხარა 5,201 მ

ბუნებრივი რესურსები: ტყე, ჰიდრორესურსები, მანგანუმის საბადოები, რკინის მადანი, სპილენძი, ქვანახშირისა და ნავთობის საბადოები, ზღვისპირა კლიმატი და ნაყოფიერი ნიადაგი ხელს უწყობს ჩაისა და ციტრუსების მრეწველობის განვითარებას.

გეოგრაფია-შენიშვნა: განლაგებულია შავი ზღვის აღმოსავლეთით, რაც განაპირობებს მის სტრატეგიულ მნიშვნელობას; საქართველო აკონტროლებს კავკასიონის უდიდეს ნაწილს და მასზე გამავალ გზებს.

ხალხი
მოსახლეობა:
4,677,401 (2005 წლის ივლისის მონაცემებით)

ასაკობრივი სტრუქტურა: 0-14 წლამდე:18.% (მამაკაცები 444,779; ქალები 398,162)
15-64 წლამდე:65.9% (მამაკაცები 1,480,557; ქალები 1,603,743) 65 წლისა და ზემოთ:16%(მამაკაცები 300,859; ქალები 449,301) (2005 წლის მონაცემებით)

საშუალო ასაკი: მთლიანად: 37.36 წლის -მამაკაცი: 34.93 წლის -ქალი:39.7 წლის (2005 წლის მონაცემებით)

დიდი ქალაქები: თბილისი - 1.106.700, ქუთაისი - 188.600, რუსთავი - 117.300, ბათუმი - 122.200, სოხუმი - 43.000, გორი -42.000 , ზუგდიდი - 69,000, ფოთი - 47,400, ცხინვალი - 7,000.

ეთნიკური ჯგუფები: ქართველები 83.8%, აზერბაიჯანელები 6.5%, სომხები 5.7%, რუსები 1.5%, სხვები 2.5% (2002 წლის მიხედვით)

სარწმუნოება: მართლმადიდებელი ქრისტიანები 83.9%, სომხური სამოციქულო ეკლესიის მიმდევრები 3.9%, კათოლიკები 0.8%, მუსულმანები 9.9%, სხვა 0.8%, არცერთი 0.7% (2002 წლის მიხედვით)

ენები: ქართული 71% (ოფიციალური), რუსული 9%, სომხური 7%, აზერბაიჯანული 6%, სხვა 7%

შენიშვნა: აფხაზური - ოფიციალური ენა აფხაზეთში

მმართველობა

სახელმწიფოს დასახელება:
საქართველო

დედაქალაქი: თბილისი

ადმინისტრაციული დაყოფა: 9 რეგიონი, 9 დიდი ქალაქი და 2 ავტონომიური რესპუბლიკა;

რეგიონები: გურია, იმერეთი, კახეთი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო და ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი;

ავტონომიური რესპუბლიკები: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა (სოხუმი), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა (ბათუმი);

დამოუკიდებლობის მოპოვების დღე: 1991 წლის 9 აპრილი (საბჭოთა კავშირისაგან)

ეროვნული დღესასწაული: 26 მაისი (1918), სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე (1991 წლის 9 აპრილს, საბჭოთა იმპერიის 70-წლიანი მმართველობის შემდეგ, იმავე წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი).

კონსტიტუცია: მიღებულია 1995 წლის 24 აგვისტოს

საკანონმდებლო სისტემა:
შექმნილია სამოქალაქო სამართლის სისტემის საფუძველზე

ხმის უფლება: 18 წლის ასაკიდან; საყოველთაო

აღმასრულებელი ხელისუფლება: სახელმწიფო მეთაური:პრეზიდენტი; შენიშვნა - პრეზიდენტი ერთდროულად არის სახელმწიფო მეთაური და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის წინაშე. მთავრობის თავმჯდომარეა პრემიერ-მინისტრი.

არჩევნები: პრეზიდენტს ირჩევენ ხუთი წლის ვადით მოსახლეობაში ჩატარებული არჩევნების საფუძველზე;

საკანონმდებლო ხელისუფლება: საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც საკანონმდებლო ხელისუფლებას ახორციელებს, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს, კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში მთავრობის საქმიანობას აკონტროლებს და სხვა უფლებამოსილებებს ახორციელებს. პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, ოთხი წლის ვადით.

სასამართლო ხელისუფლება:
სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა გარანტირებულია კონსტიტუციით. უმაღლესი სასამართლო საქართველოს უზენაესი სასამართლოა. ის ქვედა ინსტანციის სასამართლოებზე კონტროლს ახორციელებს.
პარლამენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურას განიხილავს, რის შემდეგაც უმაღლესი საკანონომდებლო ორგანო ამ კანდიდატურას ამტკიცებს, ან პირიქით.
საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება, შექმნისა და საქმიანობის წესი კონსტიტუციით განისაზღვრება. საკონსტიტუციო სასამართლო საკანონმდებლო და სამთავრობო აქტების კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხებზე გადაწყვეტილებებს იღებს. საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობის გარანტია.

სატრანსპორტო სისტემა
აეროპორტები: 30 (2004 წლის მონაცემებით)
რკინიგზა: მთლიანად:1,612 კმ (1,612 კმ ელექტრიფიცირებული)
ფართო ლიანდაგი:1,575 კმ 1.520-მ ლიანდაგი (1,575 ელექტრიფიცირებული)
ვიწრო ლიანდაგი: 37 კმ 0.912-მ ლიანდაგი (37 ელექტრიფიცირებული) (2003)
პორტები და ნავსადგურები: ბათუმი, ფოთი.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ