ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

 



2017 წლის 27 ნოემბერს ქ. ტოკიოში გაიმართა სახელწოდებით "Georgia, the Cradle of Wine". სემინარის ფარგლებში, ღვინის მაგისტრმა, ბატონმა კენიჩი ოჰაშიმ ჩაატარა პრეზენტაცია ქართული ღვინის ისტორიისა და განსაკუთრებული მახასიათებლების შესახებ, რომელსაც მოყვა იაპონიის სომელიეთა ასოციაციის დირექტორის, ბატონი სატორუ მორის მიერ ჩატარებული ქართული ღვინის დეგუსტაცია. 

განთავსების თარიღი: 29.11.2017
 

2017 წლის 7-8 ოქტომბერს საქართველოს საელჩომ იაპონიაში მონაწილეობა მიიღო, ქ. ტოკიოს მინატოს ნაწილის თვითმმართველობის მიერ ორგანიზებულ სახალხო ფესტივალში. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საქართველოს სტენდი, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო, ხელნაკეთი ნივთები, ეროვნული სამოსი და საინფორმაციო მასალა საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ. დამთვალიერებლებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ლიტერატურას იაპონურ ენაზე, საქართველოს კულტურის, მხატვრობის და ღვინის დამზადების უძველესი ტრადიციის შესახებ. სტუმრებისთვის, ასევე მოეწყო ფოტო გამოფენა „Spectacular Georgia“.

განთავსების თარიღი: 09.10.2017
 

30 სექტემბერს და 1 ოქტომბერს საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ქ. ტოკიოში გამართულ "Global Festa Japan 2017"-ში. ღონისძიება იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს და არასამთავრობო ორგანიზაცია "JANIC"-ის მიერ იყო ორგანიზებული.

 

განთავსების თარიღი: 02.10.2017
 

20 სექტემბერს იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში  გაიმართა საქართველოს ელჩის, ლევან ციცაძის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იაპონიის საგარეო საქმეთა ახლადდანიშნულ სახელმწიფო მინისტრთან, კაძუიუკი ნაკანესთან. 

განთავსების თარიღი: 21.09.2017
 

2017 წლის 14 სექტემბერს, პრობაციის მსოფლიო კონგრესზე მონაწილეობის მისაღებად ქ. ტოკიოში მყოფი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, ბ-ნ კახა კახიშვილი, ოფიციალური ვიზიტით იაპონიის იუსტიციის მინისტრს, ქ-ნ იოკო კამიკავას ეწვია. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, ბ-ნ ზაზა გრიგოლია, საქართველოს ელჩი იაპონიაში, ბ-ნ ლევან ცინცაძე და იაპონიაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, ბ-ნ არჩილ მაჭავარიანი. იაპონური მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ბიუროს გენერალური დირექტორი, ბ-ნ სატოში ტომიიამა და იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის დირექტორი, ქ-ნ სატოკა იოშიდა. ქალბატონმა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბ-ნ კახიშვილს როგორც პირადად მის სამინისტროში ვიზიტისთვის, ასევე პრობაციის მსოფლიო კონგრესში მონაწილეობისთვის და გამოთქვა იმედი, რომ ქართული მხარე გაერთიანებული ერების დანაშაულის პრევენციისა და სამართალწარმოების მეთთხმეტე კონგრესშიც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 2020 წელს იაპონიაში, ქ. კიოტოში გაიმართება.

განთავსების თარიღი: 19.09.2017
 

2017 წლის 12 აგვისტოს, საქართველოს ელჩმა, ლევან ცინცაძემ შეხვედრა გამართა ქ. მიმას მერთან, მოტოჰარუ ფუჯიტასთან. შეხვედრის მთავარ თემას ქ. მიმასა და ქ. გორის დამეგობრების საკითხი წარმოადგენდა. 

განთავსების თარიღი: 14.08.2017
 

2017 წლის 12 აგვისტოს, საქართველოს ელჩმა, ლევან ცინცაძემ შეხვედრა გამართა ტოკუშიმას პრეფექტურის გამგებელთან, იზუმი კამოსთან. შეხვედრის მთავარ თემას ტოკუშიმასა და საქართველოს ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავება წარმოადგენდა. 

განთავსების თარიღი: 14.08.2017
 

2017 წლის 11 აგვსიტოს, იაპონიაში საქართველოს ელჩის მეუღლე, ნაცუკო ცინცაძე საელჩოს მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებას, "International Ballet Award Japan 2017"-ს დაესწრო. 

განთავსების თარიღი: 14.08.2017
 

7.08.2017 თბილისი - ​2017 წლის 7 აგვისტოს ცხრა წელი შესრულდა საქართველოში რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციიდან. 

განთავსების თარიღი: 08.08.2017
 

საქართველოს ელჩი, დოქტორ ლევან ცინცაძე "Hiroshima Peace Memorial Ceremony 2017"-ს დაესწრო.

განთავსების თარიღი: 08.08.2017
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ