ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

 



"Georgia, the Cradle of Wine"

2017 წლის 27 ნოემბერს ქ. ტოკიოში გაიმართა სახელწოდებით "Georgia, the Cradle of Wine". სემინარის ფარგლებში, ღვინის მაგისტრმა, ბატონმა კენიჩი ოჰაშიმ ჩაატარა პრეზენტაცია ქართული ღვინის ისტორიისა და განსაკუთრებული მახასიათებლების შესახებ, რომელსაც მოყვა იაპონიის სომელიეთა ასოციაციის დირექტორის, ბატონი სატორუ მორის მიერ ჩატარებული ქართული ღვინის დეგუსტაცია. 

გარდა ამისა, სემინარის ფარგლებში საქართველოს ელჩმა, დოქტორმა ლევან ცინცაძემ მისასალმებელი სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ისაუბრა იაპონიაში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს საელჩოს მიერ გატარებული აქტივობებისა და მიღწევების შესახებ და მადლობა გადაუხადა ბატონ ოჰაშისა და ბატონ მორის საინტერესო ღონისძიების ორგანიზებისათვის.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ