ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

 



მინატოს სახალხო ფესტივალში მონაწილეობის შესახებ

2017 წლის 7-8 ოქტომბერს საქართველოს საელჩომ იაპონიაში მონაწილეობა მიიღო, ქ. ტოკიოს მინატოს ნაწილის თვითმმართველობის მიერ ორგანიზებულ სახალხო ფესტივალში. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საქართველოს სტენდი, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო, ხელნაკეთი ნივთები, ეროვნული სამოსი და საინფორმაციო მასალა საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ. დამთვალიერებლებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ლიტერატურას იაპონურ ენაზე, საქართველოს კულტურის, მხატვრობის და ღვინის დამზადების უძველესი ტრადიციის შესახებ. სტუმრებისთვის, ასევე მოეწყო ფოტო გამოფენა „Spectacular Georgia“.

ფესტივალის ფარგლებში საელჩოს წარმომადგენლებმა პრეზენტაცია გამართეს ქართული ღვინის შესახებ. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სტენდს მინატოს ნაწილის მერი, მასააკი ტაკეი ეწვია.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ