ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

 



საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, კახა კახიშვილის ვიზიტი იაპონიაში

2017 წლის 14 სექტემბერს, პრობაციის მსოფლიო კონგრესზე მონაწილეობის მისაღებად ქ. ტოკიოში მყოფი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, ბ-ნ კახა კახიშვილი, ოფიციალური ვიზიტით იაპონიის იუსტიციის მინისტრს, ქ-ნ იოკო კამიკავას ეწვია. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, ბ-ნ ზაზა გრიგოლია, საქართველოს ელჩი იაპონიაში, ბ-ნ ლევან ცინცაძე და იაპონიაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, ბ-ნ არჩილ მაჭავარიანი. იაპონური მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ბიუროს გენერალური დირექტორი, ბ-ნ სატოში ტომიიამა და იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის დირექტორი, ქ-ნ სატოკა იოშიდა. ქალბატონმა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბ-ნ კახიშვილს როგორც პირადად მის სამინისტროში ვიზიტისთვის, ასევე პრობაციის მსოფლიო კონგრესში მონაწილეობისთვის და გამოთქვა იმედი, რომ ქართული მხარე გაერთიანებული ერების დანაშაულის პრევენციისა და სამართალწარმოების მეთთხმეტე კონგრესშიც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 2020 წელს იაპონიაში, ქ. კიოტოში გაიმართება.

ბ-ნ კახი კახიშვილმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა ქ-ნ კამიკავას შეხვედრისთვის და აღნიშნა, რომ ქართული მხარისთვის პატივია ტოკიოში პრობაციის მსოფლიო კონგრესში მონაწილეობის მიღება. ბ-ნ კახიშვილმა ხაზი გაუსვა პენიტენციალური სისტემის მნიშვნელობას თანამედროვე სახელმწიფოებისთვის და ქ-ნ კამიკავას ბოლო პერიოდში საქართველოში ამ კუთხით განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე ესაუბრა, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა ევროპაში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციებზე გაიყვანა პენიტენციალურ სისტემაში არსებული სხვადასხვა მაცჩვენებლით. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო არ აპირებს მიღწეულზე გაჩერებას და სამომავლოდაც გადადგამს აღნიშნული სისტემის გაუმჯობესებისკენ მიმართულ ნაბიჯებს და რომ  ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა იაპონიისა და სხვა მეგობარი ქვეყნების ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ენიჭება.       

ბ-ნ კახიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ წელს ჩვენი ქვეყნები დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს ზეიმობენ და ამ პერიოდის განმავლობაში, საერთო ღირებულებების მქონე ორი უძველესი კულტურის მქონე ერს შორის ურთიერთობები უაღრესად პოზიტიური და მეგობრული იყო. ბ-ნ კახიშვილი  საქართველოსა და იაპონიას შორის ორმხრივი ურთიერთობების სხვა ასპექტებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო გააქტიურებულია, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური, თავდაცვისა და უსაფრთხოების, კულტურული თუ სხვა კუთხით. მინისტრმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ საქართველოში უკვე მოღვაწეობს რამდენიმე მნიშვნელოვანი იაპონური კორპორაცია, რომლებიც სხვადასხვა პროექტებს ახორციელებენ ჩვენს ქვეყანაში.  ბ-ნ კახიშვილმა ხაზი გაუსვა რწმენას, რომ სამომავლოდ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო მჭიდრო და მეგობრული გახდება როგორც ოფიციალურ, ისე ხალხთაშორის დონეზე. ბ-ნ კახიშვილმა ქ-ნ კამიკავას მადლობა გადაუხადა იაპონიის მთვრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, მარტივდება საქართველოს მოქალაქეებისთვის იაპონური ვიზის მიღების პროცედურები.  

ქ-ნ კამიკავამ მიულოცა ბ-ნ კახიშვილს საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში მიღწეული პროგრესი და ხაზი გაუსვა ორ ქევყანას შორის ამ სფეროში თნამშრომლობის მნიშვნელობას. ქ-ნ კამიკავამ გამოთქვა იმედი, რომ ამ ვიზიტის შემდეგ ურთიერთობები მათ უწყებებს შორის კიდევ უფრო მჭიდრო და აქტიური გახდება. ქ-ნ მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის წლების განმავლობაში არსებულ მეგობრულ და თბილ ურთიერთობებზე, რომლებიც ბოლო წლებში კიდევ უფრო გააქტიურებულია.

შეხვედრის დასასრულს, ბ-ნ კახიშვილმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ქ-ნ კამიკავას შეხვედრისთვის და გამოთქვა იმედი, რომ ახლო მომავალში მისი საქართველოში მასპინძლობის შესაძლებლობა მიეცემა.

 

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ