ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

 



საქართველოს ელჩის შეხვედრა ტოკუშიმას პრეფექტურის გამგებელთან

2017 წლის 12 აგვისტოს, საქართველოს ელჩმა, ლევან ცინცაძემ შეხვედრა გამართა ტოკუშიმას პრეფექტურის გამგებელთან, იზუმი კამოსთან. შეხვედრის მთავარ თემას ტოკუშიმასა და საქართველოს ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავება წარმოადგენდა. საქართველოს ელჩი ბატონ კამოს საქართველოს ისტორიისა და ქართული კულტურის შესახებ ესაუბრა. აღსანიშნავია, რომ ტოკუშიმას 400 წლიანი ფოლკლორული ცეკვის ტრადიცია აქვს, შესაბამისად ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები ქართული ტრაციდიული ცეკვისა და კულტურის საკითხებით დაინტერესდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, აქცენტი გაკეთდა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე. ელჩმა საქართველოში არსებულ მიმზიდველ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს გაუსვა ხაზი. ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან კი კიდევ ერთხელ გამოითქვა იმედი, რომ 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატისათვის საქართველოს ეროვნული ნაკრები ტოკუშიმას პრეფექტურაში არსებულ მოსამზადებელ ბანაკს გამოიყენებს.

შეხვედრის ბოლოს ორივე მხარემ გამოთქვა სურვილი და მზადყოფნა თანამშრომლობის გააქტიურებისა და გაღრმავების თაობაზე.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ