ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

 



ნინო ანანიაშვილი იაპონიის იმპერატორის ლენტით დამშვენებული „ამომავალი მზისა და ოქროს სხივების“ ორდენით დააჯილდოვეს

27.06.2017 თბილისი, საქართველო - ​საქართველოში იაპონიის ელჩის  ტოშიო კაიტანის რეზიდენციაში გაიმართა ქართველი პრიმა-ბალერინას,  თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელის ნინო ანანიაშვილის იაპონიის იმპერატორის ლენტით დამშვენებული „ამომავალი მზისა და ოქროს სხივების“ ორდენით დაჯილდოების ცერემონია. 

იმპერატორის ჯილდო ქართველ ბალერინას იაპონიასა და საქართველოს შორის კულტურულ ურთიერთობებში და იაპონური საბალეტო საზოგადოების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, იაპონიის მთავრობის გადაწყვეტილებით მიენიჭა.ლენტით დამშვენებული „ამომავალი მზისა და ოქროს სხივების“ ორდენი ქართველ პრიმას პირადად გადასცა იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრმა მოტომე ტაკისავამ, რომელმაც ასევე სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას.საბალეტო ხელოვნების განვითარებაში ნინო ანანიაშვილის როლსა და მის მიღწევებზე ისაუბრეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ. სიტყვით გამოსვლისას, მათ ასევე ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და იაპონიას შორის სხვადასხვა დარგში, განსაკუთრებით კი კულტურის სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების საიუბილეო თარიღის მნიშვნელობა.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ