ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

 



“Ginza So-seki”-ში ჩატარებული ქართული ქვევრის ღვინისა და იაპონური კერძების შეხამების ღონისძიების შესახებ

2015 წელს იაპონიის სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და თევზჭერის სამინისტროსა და იაპონიაში საქართველოს საელჩოს მიერ, ქ. მილანში ორგანიზებული წარმატებული ღონისძიების, "Expo Milano 2015"-ს ფარგლებში ჩატარებული ქართული ქვევრის ღვინისა და ტრადიციული იაპონური სამზარეულოს კერძების შეხამების შემდეგ, იაპონიაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაინტერესება გაიზარდა და მოეწყო რამოდენიმე მიღება და სემინარი.

მიმდინარე წლის 20 მაისს კი იაპონიის სომელიეთა ასოციაციის წევრის, ქალბატონი კუმი უენოსა და იაპონურ რესტორან “Ginza So-seki”-ის ორგანიზებით,  ქართული ღვინისა და ედომაე სუშის შეხამების ლანჩეონი გაიმართა. დამსწრე საზოგადოების შეფასებების მიხედვით ლანჩეონის ფარგლებში ჩატარებულმა შეხამებამ წარმატებულად ჩაიარა.

ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს ელჩი, რომელმაც ქართული ღვინის ისტორიასა და უნიკალურ მახასიათებლებზე და ქართულ კულტურასა და ტრადიციებზე ისაუბრა.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ