ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

 



საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის იაპონიაში ვიზიტის აღსანიშნავად გამართული ოფიციალური მიღება

1 ივნისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის იაპონიაში ვიზიტის აღსანიშნავად სასტუმრო „Imperial“-ში (ქ.ტოკიო) გაიმართა საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებული ოფიციალური მიღება.

პატივი გვქონდა ღონისძიებაზე იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე მინისტრის, მოტომე ტაკიძავას, იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე მინისტრის, შუნსუკე ტაკეის, იაპონიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის წევრის, უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის, აკირა სატოს, იაპონიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის წევრის და საქართველო იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარის, იჩირო აისავას,  იაპონიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის წევრის და საქართველო იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის გენერალური მდივნის, იასუტოში ნიშიმურას, იაპონიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის წვერის და იაპონიის საგარეო საქმეთა ყოფილი საპარლამენტო ვიცე მინისტრის, მასაკაძუ ჰამაჩის, იაპონიის გარემოსდაცვის საპარლამენტო ვიცე მინისტრის, ტაცუნორი იბაიაშის, იაპონიის პრემიერ მინისტრის კაბინეტის ოფისის წევრი, ნორიიუკი კოდა, იაპონიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის წევრის, იასუჰიდე ნაკაიამას, იაპონიის პარლამენტის მრჩეველთა პალატის წევრის, ანტონიო ინოკის, ქ. კოშუს მერის, აცუში ტანაბეს, ქ. ტოკიოს მინატოს ნაწილი მერის, მასააკი ტაკეის, ქ. ნისეკოს მერის, კენია კატაიამას, იაპონიის ეროვნული ტურიზმის ორგანიზაციის პრეზიდენტის, რიოიჩი მაცუიამას, "Japan External Trade Organization (JETRO)"-ს თავმჯდომარის, ჰიროუკი იშიგეს და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს, ვიცე პრეზიდენტის, კაძუჰიკო კოშიკავას დასწრების. ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდნენ იაპონიის მთავრობის სხვა წარმომადგენლები, ბიზნეს-კორპორაციებისა და მედიის პრეზიდენტები და წარმომადგენლები, იაპონიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების, კულტურის, ხელოვნების და ქართული დიასპორის წარმომადგენლები (300-მდე სტუმარი).

მიღებაზე მოსულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა, ლევან ცინცაძემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ, იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე მინისტრმა, მოტომე ტაკიძავამ და იაპონიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ აკირა სატომ. სიტყვით გამოსვლებისას ყურადღება გამახვილდა ბოლო პერიოდში იაპონია საქართველოს შორის ურთიერთობების გააქტიურებისა და თანამშრომლობის სფეროების გაფართოების საკითხზე.

აღსანიშნავია, რომ მიღებაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ტურიზმის საპატიო ელჩის წოდებით დააჯილდოვა ცნობილი ქართველი სუმოისტი თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ). ტურიზმის საპატიო ელჩის წოდება ქართველ სუმოისტებს, თეიმურაზ ჯუღელს (გაგამარუ) და ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინ) იაპონიაში საქართველოს პოპულარიზაციის მხრივ გაწეული სამუშაოსა და სამომავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გადაეცათ.

მიღებაზე იაპონურმა ჯგუფმა „იამაშიროგუმიმ“ აუდიტორიას ქართული ფოლკლორი წარუდგინა.

მიღებაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის იაპონური იმპორტიორი კომპანიების „Reclaim Support”, “Racine”, “H & N Wine”, “Nonna and Shidi”, “Max Engineering”, “Asawa World”, და “Sakartvelo” მიერ მოწოდებული ღვინოები, აგრეთვე კომპანია „Reclaim Support”-ის მიერ მოწოდებული ჭაჭა და ბრენდი. ღონისძიებაზე აგრეთვე წარმოდგენილი იყო ქართული კერძები, არაალკოჰოლური სასმელები, მოეწყო ქართული ხელნაკეთი ნივთების სტენდი და გამოფენა „Spectacular Georgia”.

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ