ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

 



13 აპრილს გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობის შესახებ

13 აპრილს საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრის, ბატონი მოტომე ტაკიძავას ინიციატივით გამართულ ღონისძიებაში, სახელწოდებით: "Wine Warms Friendship - Discovering Irresistible Wines from Azerbayjan, Georgia, Moldova and Tunisia".

ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრმა, ბატონმა მოტომე ტაკიძავამ და საქართველოს, აზერბაიჯანის, მოლდოვისა და ტუნისის ელჩებმა. სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ელჩმა, დოქტორმა ლევან ცინცაძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ღვინის სამშობლოს წარმოადგენს და ისაუბრა ქართული ღვინის უნიკალურობასა და მისი წარმოების 8000 წლიანი ისტორიის შესახებ, რომელსაც 2013 წელს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

საქართველოს ელჩმა აღნიშნა, რომ ვაზი საქართველოს იდენტობის სიმბოლოა და მსოფლიოში არსებული 2000 ჯიშიდან 525 ჯიში ქართული წარმოშობის არის. დოქტორმა ლევან ცინცაძემ აგრეთვე ხაზი გაუსვა, რომ საუკეთესო იაპონური ღვინის. კოშუს ჯიშის ვაზი აბრეშუმის გზის მეშვეობით იაპონიაში საქართველოდან შემოვიდა 2000-3000 წლის წინ. საქართველოს ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ 2015 წელს ქ. მილანში გამართული საერთშორისო გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინო და ტრადიციული იაპონური სამზარეული ერთად იქნა წარმოდგენილი, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს ორი საუკეთესოდ ეხამება ერთმანეთს.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო რამოდენიმე სახეობის ქართული ღვინო.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ