ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

 



12-14 აპრილს ტოკიოში საერთაშორისო გამოფენა გაიმართა

12-14 აპრილს ტოკიოში საერთაშორისო გამოფენა „Wine and Gourmet Japan 2017”  გაიმართა. გამოფენის ფარგლებში საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და საელჩოს ხელშეწყობით მოეწყო ეროვნული სტენდი, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის კომპანიები. გამოფენის გახსნის დღეს, ღვინის სფეროს სპეციალისტებისთვის (სომელიეები, ჟურნასლიტები, იმპორტიორი კომპანიები,  ალკოჰოლური სასმელების მაღაზიების და სასტუმროების წარმომადგენლები, მარკეტოლოგები) გაიმართა ქართული ღვინის სემინარი და დეგუსტაცია.

ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა პრეზენტაციაში ისაუბრეს ქართული ღვინის ისტორიის, სახეობებისა და მისი უნიკალური მახასიათებლების შესახებ. 

აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, "International Wine Challenge"-ის არბიტრმა, იუკიე ჰირაიამამ.

ბ-ნმა ჰირიიამამ ისაუბრა იაპონური კოშუს ყურძნის ჯიშისა და ქართული ყურძნის ჯიშების მსგავსებებზე და ხაზი გაუსვა კოშუს ყურძნის წარმომავლობას.

მისი თქმით, კოშუს ყურძენი იაპონიაში 3000 წლის წინ, აბრეშუმის გზის მეშვეობით საქართველოდან შემოვიდა.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ