ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

 



საქართველომ საერთაშორისო გამოფენა “FOODEX JAPAN 2017”-ში მიიღო მონაწილეობა

7-10 მარტს საქართველომ მონაწილეობა მიიღო, იაპონიაში გამართულ სასმელების და კვების პროდუქტების საერთაშორისო გამოფენაში “FOODEX JAPAN 2017”. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს საელჩოს ორგანიზებით მოეწყო ქვეყნის ეროვნული სტენდი, რომელზეც წარმოდგენილ იქნა 12 ქართული ღვინის და საკვები და სასმელი პროდუქტების მწარმოებელი კომპანია.

7 მარტს “FOODEX JAPAN 2017” ის ოფიციალურ გახსნას საქართველოს ელჩი ბ-ნი ლევან ცინცაძე დაესწრო. 

7 მარტს საელჩოს ორგანიზებით, გამოფენის ფარგლებში ღვინის სფეროს სპეციალისტებისთვის (სომელიეები, ჟურნასლიტები, იმპორტიორი კომპანიები,  ალკოჰოლური სასმალების მაღაზიების და სასტუმროების წარმომადგენლები, მარკეტოლოგები) გაიმართა ქართული ღვინის სემინარი და დეგუსტაცია. ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა პრეზენტაციაში ისაუბრეს საქართველოში მეღვინეობის განვითარების, ქართული ღვინის უნიკალური მახასიათებლების და ბოლო პერიოდში იაპონიაში ღვინის გაზრდილი იმპორტის შესახებ.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ