ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

 



ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში

13 დასახელების ქართულმა ღვინომ იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, საერთაშორისო კონკურსში „საკურა“ (The 4th “Sakura” Japan Women’s Wine Awards 2017) უმაღლესი ჯილდოები -  ორმაგი ოქრო, 7 ოქროს და 5 ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

გამარჯვებული ღვინოებია:

ორმაგი ოქრო - „საფერავი. 2015“ კომპანია „ვაზიანი“; 

ოქრო - „საფერავი. 2015“, კომპანია „ბინეხი“;

ოქრო - „კონდოლის ვენახის მარნის საფერავი. 2014“, კომპანია „თელავის ღვინის მარანი“;

ოქრო - „სატრაპეზო საფერავი 2013“, კომპანია „თელავის ღვინის მარანი“;

ოქრო - „ქინძმარაული 2014“ კომპანია „მილდიანი“;

ოქრო - „ქინძმარაული 2014“ კომპანია „წინანდალის ძველი ღვინის სარდაფი-მილდიანი“;

ოქრო - „ქისი. 2015“, კომპანია „ვაზიანი“;

ოქრო - „საფერავი. 2013“, კომპანია „მეღვინეობა ხარება“;

ვერცხლი - „ბესინი პრემიუმი, წითელი მშრალი. 2013“, კომპანია „ბესინი“;

ვერცხლი - „მარანი მუკუზანი. 2014“,  კომპანია „თელავის ღვინის მარანი“; 

ვერცხლი - „საფერავი რეზერვი. 2011“, კომპანია „წინანდალის ძველი ღვინის სარდაფი-მილდიანი“;

ვერცხლი -  „საფერავი ბიო.  2014“, კომპანია „შუმი“;

ვერცხლი -  „ხარება ქინძმარაული. 2014 “, კომპანია „მეღვინება ხარება“.

„საკურას“ საერთაშორისო კონკურსი მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც 2017 წელს მეოთხედ ჩატარდა. კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით - სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით.

სულ კონკურსში 37 ქვეყნის 4212 ღვინო იყო წარდგენილი, დეგუსტაციები გაიმართა მიმდინარე წლის 28 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით.

„საკურას“ კონკურსში „ორმაგი ოქროს“ ჯილდოს მფლობელი  ღვინოები წარდგენილი იქნება 2017 წლის 7 მარტს საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Japan-ზე, უმაღლესი ჯილდოს  - ბრილიანტის (Diamond Trophy) მოსაპოვებლად.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ