ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

 



აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია მხარს უჭერს საქართველოს რეფორმების კურსს და სათანადოდ აფასებს ქვეყნის სიმტკიცეს და საერთაშორისო ძალისხმევას

09.02.2017 აშშ, ვაშინგტონი - აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია მხარს უჭერს საქართველოს რეფორმების კურსს და სათანადოდ აფასებს ქვეყნის სიმტკიცეს და საერთაშორისო ძალისხმევას - ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველმა გენერალმა მაიკლ ფლინმა განაცხადა. 

პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველთან შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.  მიხეილ ჯანელიძემ და მაიკლ ფლინმა განიხილეს საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები. მინისტრმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტის მრჩეველს საქართველოს მიმართ როგორც პერსონალური, ასევე ახალი ადმინისტრაციის მხრიდან გამოხატული ინტერესისა და მხარდაჭერისათვის, ხაზი გაუსვა ამერიკა-საქართველოს ძლიერ სტრატეგიულ პარტნიორობას, და წლების განმალობაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის გაწეულ დახმარებას.  გენერალმა ფლინმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების პროცესში, აღინიშნა რომ საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია შეერთებული შტატებისთვის არა მხოლოდ რეგიონში, არამედ გლობალურად, როდესაც საკითხი ეხება საერთაშირისო გამოწვევებსა და უსაფრთხოებას. გენერალმა ფლინმა მადლობა გადაუხადა საქართველოს იმ სიმამაცისა და სიმტკიცისთვის, რასაც ქართველი სამხედროები იჩენენ სამშვიდობო მისიებში ავღანეთსა და ერაყში. ამერიკის პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, საქართველო სამაგალითოა რეგიონში დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებს თვალსაზრისით და აქვს დიდი პოტენციალი რეგიონალურ ეკონომიკურ ჰაბად გადაიქცეს. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გენერალ ფლინს გააცნო საქართველოს მთავრობის რეფორმების პაკეტი, რაზეც ამერიკული მხრიდან აღინიშნა, რომ რეფორმების აღნიშნული გეგმა ემთხვევა ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ხედვებს.  შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების გარემოს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. თეთრი სახლის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.  ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს ამერიკის სახელმწიფო მდივანთან რექს ტილერსონთან,  სენატისა და კონგრესის წარმომადგენლებთან, მათ შორის აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ბობ კორკერთან, ასევე სენატის ასიგნებების კომიტეტის თავმჯდომარეს ტედ ქოქრანთან.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ