ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

 



15 მაისს უმსხვილესი იაპონური კოპმანიების ასოციაციის, “The Overseas Construction Association of Japan”-ის გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა მიღება. ღონისძიებას ესწრებოდნენ მსხვილი იაპონური კორპორაციებისა და იაპონიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. მიღების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს “The Overseas Construction Association of Japan”-ის პრეზიდენტმა, ბატონმა ტორუ შირაიშიმ, იაპონიის მიწის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ტურიზმის სახელმწიფო მინისტრმა, ბატონმა შინსუკე სუემაცუმ და იაპონიაში საქართველოს ელჩმა, დოქტორმა ლევან ცინცაძემ.

 

 

განთავსების თარიღი: 16.05.2017
 

29 აპრილს ტოკიოში იაპონიის იმპერატორის ჯილდოს 2017 წლის გაზაფხულის ლაურეატები გამოცხადდა. იაპონიის მთავრობის მიერ გავრცელებულ სიაში დასახელებულია პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი, თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელიც დაჯილდოვდა ლენტით დამშვენებული „ამომავალი მზისა და ოქროს სხივების“ ორდენით. 

ნინო ანანიაშვილს ჯილდო იაპონიასა და საქართველოს შორის კულტურულ ურთიერთობებეში ხანგრძლივი და მრავალფეროვანი მოღვაწეობისა და იაპონური საბალეტო საზოგადოების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მიენიჭა. 

http://www8.cao.go.jp/shokun/hatsurei/29haru/meibo_gaikokujinjokun/kyokujitsu-zaigai.pdf

განთავსების თარიღი: 10.05.2017
 

6.05.2017 - ​2017 წლის აშშ-ის ბიუჯეტის კანონში (2017 წლის აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი - Consolidated Appropriations Act, 2017) საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ჩანაწერი პირველად გაკეთდა. 2017 წლის ბიუჯეტის კანონი აშშ-ის კონგრესმა 5 მაისს დაამტკიცა, ხოლო დოკუმენტი ძალაში, აშშ-ის პრეზიდენტის ხელმოწერის შედეგად, 6 მაისს შევიდა.

განთავსების თარიღი: 08.05.2017
 

საქართველო იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილის ფარგლებში, 2017 წლის აპრილში ნაცუ შიმამურას, იასუკო გოდას და იუტაკა კიტაჯიმას წიგნი გამოიცა. 

განთავსების თარიღი: 26.04.2017
 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) თანამშრომლობით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – ENIGMMA-ს (მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში) ფარგლებში აგრძელებს მუშაობას პროგრამაზე – „საქართველოს მაღალ-პროფილური დიასპორის ჩართულობა“. პროგრამის მიზანია საქართველოს განვითარების პროცესში მაღალი კვალიფიკაციის მქონე თანამემამულეების ჩართულობის ხელშეწყობა. მიზნობრივ ჯგუფებს წარმოადგენენ ჩვენი თანამემამულეები, რომლებმაც პროფესიულ წარმატებებს მიაღწიეს ადგილსამყოფელ ქვეყნებში და ასევე, თავიანთი წვლილი შეიტანეს წარმოშობის ქვეყნის განვითარებაში.

განთავსების თარიღი: 26.04.2017
 

13 აპრილს საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრის, ბატონი მოტომე ტაკიძავას ინიციატივით გამართულ ღონისძიებაში, სახელწოდებით: "Wine Warms Friendship - Discovering Irresistible Wines from Azerbayjan, Georgia, Moldova and Tunisia".

ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრმა, ბატონმა მოტომე ტაკიძავამ და საქართველოს, აზერბაიჯანის, მოლდოვისა და ტუნისის ელჩებმა. 

განთავსების თარიღი: 18.04.2017
 

12-14 აპრილს ტოკიოში საერთაშორისო გამოფენა „Wine and Gourmet Japan 2017”  გაიმართა. გამოფენის ფარგლებში საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და საელჩოს ხელშეწყობით მოეწყო ეროვნული სტენდი, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის კომპანიები. გამოფენის გახსნის დღეს, ღვინის სფეროს სპეციალისტებისთვის (სომელიეები, ჟურნასლიტები, იმპორტიორი კომპანიები,  ალკოჰოლური სასმელების მაღაზიების და სასტუმროების წარმომადგენლები, მარკეტოლოგები) გაიმართა ქართული ღვინის სემინარი და დეგუსტაცია.

განთავსების თარიღი: 13.04.2017
 

9.04.2017 თბილისი - ​საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2017 წლის 9 აპრილს მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს.

განთავსების თარიღი: 10.04.2017
 

იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ, „JTB Corporations”-ის და საქართველოს საელჩოს დახმარებით საქართველოს შესახებ ტურისტული ბროშურები გამოსცა.

განთავსების თარიღი: 07.04.2017
 

26 მარტს საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ქ. ტოკიოში გამართულ მინატოს მსოფლიო ფესტივალში. 

განთავსების თარიღი: 07.04.2017
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ