ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

 



ურთიერთობები საქართველოსა და იაპონიას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და იაპონიას შორის დამყარდა 1992 წლის 3 აგვისტოს.

იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:

კოჯი ვატანაბე - 1996 - 1997;

ტაკეჰირო ტოგო - 2001 - 2002;

ტოშიუკი ფუჯივარა - 2002 - 2005;

ტადაჰირო აბე - 2005 - 2009;

მასაიოში კამოჰარა - 2009 - 2012;

ტოშიო კაიტანი - 2013 წლის ივნისიდან დღემდე.

 

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები იაპონიაში:

დავით ნოზაძე, საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული - 2006 - 2008;

ივანე მაჭავარიანი - 2008 - 2009;

რევაზ ბეშიძე - 2009 - 2013;

ლევან ცინცაძე - 2014 წლის 12 თებერვლიდან დღემდე.

თანამშრომლობის სფეროები:

იაპონიის განვითარების ოფიციალური დახმარება (ODA) ხორციელდება საქართველოში იაპონიის თანამშრომლობის საერთაშორისო სააგენტოს (JICA) მიერ რამდენიმე მიმართულებით: საგრანტო დახმარება ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროებისთვის (ენერგეტიკა, გზები, საავადმყოფოები და სოფლის მეურნეობა), შეღავათიანი სესხები (ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ინფრასტრუქტურა), საგრანტო დახმარება ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის და ტექნიკური დახმარება (ქართველი სპეციალისტების მომზადება იაპონიაში და იაპონელი ექსპერტების მოვლინება საქართველოში). ODA-ს ფარგლებში განხორციელდა ასევე უამრავი პროექტი აგრარულ, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში.

აღნიშნული დახმარების ფარგლებში, ამჟამად იაპონიის მთავრობა მონაწილეობას იღებს საქართველოში მიმდინარე ორი მნიშვნელოვანი პროექტის დაფინანსებაში: აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტი და მზის ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემის სუფთა ენერგიის მიღების პროექტი.

 

 

 

სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა:


სავაჭრო ბრუნვის მონაცემები:

 

 

მილიონი აშშ დოლარი

 

წელი

2007

2008

 2009

 2010

 

 2011


ექსპორტი

0.4

0.3

4.6

8.1

2.9

იმპორტი

55.7

119.8

60.1

80.9

174.1

სავაჭრო ბრუნვა

56.1

120.0

64.6

89.0

177.0

ბალანსი

-55.3

-119.5

-55.5

-72.8

-171.2

 

 

მნიშვნელოვანი ვიზიტები საქართველოდან იაპონიაში:

1.      საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ბატონი ალექსანდრე ჩიკვაიძის ვიზიტი, 1992 წლის ოქტომბერი;

2.      საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ბატონი ნიკო ლეკიშვილის ვიზიტი, 1997 წლის დეკემბერი;

3.      საქართველოს პრეზიდენტის, ბატონი ედუარდ შევარდნაძის ვიზიტი, 1999 წლის მარტი;

4.      საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ბატონი ირაკლი მენაღარიშვილის ვიზიტი, 2001 წლის ივნისი;

5.      საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის, ბატონი ირაკლი ჩოგოვაძის ვიზიტი, 2005 წლის სექტემბერი;

6.      საქართველოს პრეზიდენტის, ბატონი მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი, 2007 წლის მარტი;

7.      საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ბატონი გრიგოლ ვაშაძის ვიზიტი, 2009 წლის მარტი;

8.      საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ბატონი ალექსანდრე ნალბანდოვის ვიზიტი საქართველოსა და იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდის ჩატარების მიზნით, 2009 წლის მაისი;

9.      საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ბატონი გრიგოლ ვაშაძის სამუშაო ვიზიტი, 2010 წლის მარტი;

10.  საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის, ბატონი ლევან ბეჟაშვილის სამუშაო ვიზიტი, 2010 წლის აპრილი;

11.  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ქ-ნი ვერა ქობალიას სამუშაო ვიზიტი, 2010 წლის სექტემბერი;

12.  საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ბ-ნი ვლადიმერ ვარძელაშვილის სამუშაო ვიზიტი, 2010 წლის სექტემბერი;

13.  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ბატონი ვანო მერაბიშვილის სამუშაო ვიზიტი, 2010 წლის ოქტომბერი;

14.   საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ბატონი ნიკოლოზ ვაშაკიძის ვიზიტი, 2010 წლის 17-19 ოქტომბერი;

15.  საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის, ბ-ნი გიორგი ზედგენიძის ვიზიტი, 2010 წლის ოქტომბერი;

16.  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ბატონი ალექსანდრე ნალბანდოვის ვიზიტი საქართველოსა და იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მესამე რაუნდის ჩატარების მიზნით, 2010 წლის ნოემბერი;

17.  საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილის, ქ-ნი მარიამ ვალიშვილის სამუშაო ვიზიტი, 2010 წლის ნოემბერი.

 მნიშვნელოვანი ვიზიტები იაპონიიდან საქართველოში:

1.      იაპონიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის წევრის, ბატონი ტარო ნაკაიამას ვიზიტი, 1997 წლის აგვისტო;

2.      იაპონიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის წევრის, ბატონი ტარო ნაკაიამას ვიზიტი, 1999 წლის ოქტომბერი;

3.      იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ქალბატონი აკიკო იამანაკას ვიზიტი, 2006 წლის ივლისი;

4.      იაპონიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის, ბატონი აისავა იჩიროს ვიზიტი, 2006 წლის აგვისტო;

5.      იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, საპარლამენტო მდივნის, ბატონი სეკიგუჩი მასაკაძუს ვიზიტი, 2007 წლის მაისი;

6.      იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, საპარლამენტო მდივნის, ბატონი იასუტოში ნიშიმურას ვიზიტი, 2009 წლის მაისი;

7.      იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა ბიუროს გენერალური დირექტორის მოადგილის, ბატონი ნობუკაცუ კანეჰარას ვიზიტი საქართველოსა და იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მეორე რაუნდის გამართვის მიზნით, 2009 წლის დეკემბერი;

8.      იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა ბიუროს გენერალური დირექტორის მოადგილის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის, ბატონი ტოიოჰისა კოძუკის ვიზიტი საქართველოსა და იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მეოთხე რაუნდის გამართვის მიზნით, 2011 წლის დეკემბერი;

9.      იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა ბიუროს ცენტრალური აზიისა და კავკასიის სამმართველოს დირექტორის, ბატონი მასაკი იკეგამის ვიზიტი, 2012 წლის იანვარი.

საქართველოსა და იაპონიას შორის ძალაში მყოფი ხელშეკრულებები:

1)      საქართველოს მთავრობასა და იაპონიის მთავრობას შორის ნოტების გაცვლით დადებული შეთანხმება საკვების წარმოების ზრდის თაობაზე იაპონური გრანტის შესახებ (500'000'000 იენი) ძალაში შესვლის თარიღი: 1997 წლის 8 აპრილი.

 2)      საქართველოს მთავრობასა და იაპონიის მთავრობას შორის ნოტების გაცვლით დადებული შეთანხმება ეკონომიკური სტრუქტურული გამართვის თაობაზე იაპონური გრანტის შესახებ ნოტების გაცვლის გზით შეთანხმება (500'000'000 იენი). ძალაში შესვლის თარიღი: 1997 წლის 8 აპრილი.

3)      შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და იაპონიის მთავრობას შორის დადებული ნოტების გაცვლის გზით ეკონომიკის სტაბილიზაციისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით (5'332'000'000 იენი). ძალაში შესვლის თარიღი: 1997 წლის 13 ნოემბერი.

4)      საქართველოს მთავრობასა და იაპონიის მთავრობას შორის საკვები პროდუქციის წარმოების ზრდის ხელშეწყობის მიზნით („საგრანტო დახმარება უბრალო ხალხის პროექტის" ფარგლებში) 380'000'000 იაპონური იენის საგრანტო დახმარების თაობაზე ნოტების გაცვლის გზით შეთანხმება. ძალაში შესვლის თარიღი: 1998 წლის 6 მარტი.

5)      საქართველოს მთავრობასა და იაპონიის მთავრობას შორის იაპონიის მიმართ საქართველოს ვალის რესტრუქტურიზაციის თაობაზე ნოტების გაცვლის გზით შეთანხმებაძალაში შესვლის თარიღი: 2005 წლის 11 მარტი.

 6)      საქართველოს მთავრობასა და იაპონიის მთავრობას შორის კვების პროდუქტების წარმოების ზრდის ხელშეწყობის მიზნით საგრანტო (200'000'000 იაპონური იენი) შეთანხმება ნოტების გაცვლის გზით. ძალაში შესვლის თარიღი: 2005 წლის 11 მარტი.

 7)      საქართველოს მთავრობასა და იაპონიის მთავრობას შორის, ეკონომიკური სტრუქტურული გამართვის მიზნით, ნოტების გაცვლის გზით საგრანტო შეთანხმება. (300'000'000 იაპონური იენი).  ძალაში შესვლის თარიღი: 2005 წლის 11 მარტი.

 8)      საქართველოს მთავრობის მიერ დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის სფეროში პირველადი სამედიცინო დახმარების მოწყობილობის გაუმჯობესების პროექტის დაფინანსების მიზნით საქართველოს სახელით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და იაპონიის მთავრობის სახელით, იაპონიის ელჩს შორის ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება (247'000'000 იაპონური იენი)  ძალაში შესვლის თარიღი: 2004 წლის 2 თებერვალი

 9)      იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის 800,000,000 იაპონური იენის ოდენობის იაპონური არასაპროექტო (Non-project) გრანტის გამოყოფასთან დაკავშირებით ნოტების გაცვლის გზით შეთანხმება. ძალაში შესვლის თარიღი: 2006 წლის 16 მარტი.

 10)     შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და იაპონიის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ ძალაში შესვლის თარიღი: 2007 წლის 6 ივლისი.

 11)     თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იაპონური ენის შესასწავლი აღჭურვილობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასა და იაპონიის მთავრობას შორის საგრანტო (18'700'000 იაპონური იენი) ხელშეკრულება ნოტების გაცვლის გზითიაპონია-საქართველოს კულტურული თანამშრომლობის პროექტი" ძალაში შესვლის თარიღი: 2008 წლის 24 დეკემბერი.

 12)     იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის 1'200'000'000  იაპონური იენის ოდენობის იაპონური არასაპროექტო (Non-project) გრანტის გამოყოფასთან დაკავშირებით ნოტების გაცვლის გზით შეთანხმება. (რომელიც მიმართული უნდა იყოს სოფლის მეურნეობის დარგში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განახლების ღონისძიებათა დასაფინანსებლად).  ძალაში შესვლის თარიღი: 2008 წლის 25 დეკემბერი.

 13)     აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის დაფინანსებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასა და იაპონიის მთავრობას შორის შეთანხმებ ძალაში შესვლის თარიღი: 2010 წლის 5 იანვარი.

 14)     იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის იაპონური საგრანტო დახმარების მიზნით პროექტის, "მზის ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემის სუფთა ენერგიის შემოთავაზების თაობაზე" ნოტების გაცვლის გზით შეთანხმება ძალაში შესვლის თარიღი: 2010 წლის 13 ივლისი.

 ბმული:

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი:  www.mofa.go.jp

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ