ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ორმხრივი ურთიერთობები

 

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დამყარდა 1992 წლის 9 ივნისს.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები:

მიხეილ უკლება (2005 – 2008 წწ)
ზაზა ბეგაშვილი (2008 წლის მარტი – დეკემბერი)
კარლო (კახა) სიხარულიძე (2009 – 2011 წწ)
მამუკა გამყრელიძე (2011 – 2013 წლის თებერვალი)

დავით აფციაური (2014 - დღემდე)

 


საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები:


ჭან ინციუანუ (1997 – 2002)
სუ ციანგუო (2002 – 2005)
ვან კაივენი (2005 – 2008)
გუნ ძიანვეი (2008 – 2010)
ჩენ ძიანფუ (2010 – 2013)

იუე ბინი (2013 - 2015)

ძი იენჩი (2015-დღემდე)

ეკონომიკური თანამშრომლობა:

წელი

სავაჭრო ბრუნვა

ექსპორტი

იმპორტი

სალდო

 

2005

52,31

5,60

46,71

-41,1

2006

113,68

10,35

103,33

-93,0

2007

214,97

8,27

206,70

-198,4

2008

307,32

8,99

298,33

-289,3

2009

180,62

5,96

174,66

-168,7

2010

358,56

24,25

334,31

-310,1

2011

553,64

28,9

524,76

-495,86

2012

2013

2014 

2015 

2016 

591,6

645,41

823,39

713,2

717

25,6

33,86

733,00

587,4

547

566,0

611,55

90,39

125,8

170

-540,4

-577,69

-642,62

-461,6

-377

 

 

 

თანამშრომლობა რეგიონებს შორის:

• 2007 წელს ხელი მოეწერა ქ. რუსთავსა და ქ. ჰარბინს შორის მეგობრული თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების მემორანდუმს.

• 2007 წელს ხელი მოეწერა განზრახულებათა ოქმს კახეთის რეგიონსა და სინძიან-უიგურეთის ავტონომიურ რეგიონს შორის თანამშრომლობის შესახებ.

სახელშეკრულებო სამართლებრივი ბაზა:


• შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის შესახებ  (ხელმოწერილია 1993 წლის 3 ივნისს, ძალაშია ხელმოწერის დღიდან);
• შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის შესახებ (ხელმოწერილია 1993 წლის 3 ივნისს, ძალაშია ხელმოწერის დღიდან);
• შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის საბაჟო სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ (ხელმოწერილია 1993 წლის 3 ივნისს, ძალაშია ხელმოწერის დღიდან);
• შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ (ხელმოწერილია 1993 წლის 3 ივნისს, ძალაშია ხელმოწერის დღიდან);
• შეთანხმება საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის  სახალხო ბანკს შორის თანამშრომლობის შესახებ (ხელმოწერილია 1993 წლის 3 ივნისს, ძალაშია ხელმოწერის დღიდან);
• შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ (ხელმოწერილია 1993 წლის 3 ივნისს, ძალაშია 1995 წლის 1 მატიდან);
• შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის საზღვაო მიმოსვლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ (ხელმოწერილია 1993 წლის 3 ივნისს, ძალაშია 1996 წლის 27 აგვისტოდან);
• შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის ორმაგი დაბეგვრისა და გადასახადებისგან თავის არიდების პრევენციის შესახებ (ხელმოწერილია 2006 წლის 1 იანვარს);
• საგრანტო შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ (ხელმოწერილია 2010 წლის 4 ივნისს, ძალაშია ხელმოწერის დღიდან);
• შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტის შესახებ (ხელმოწერილია 2011 წლის 10 ივნისს, ძალაშია ხელმოწერის დღიდან);
• საგრანტო შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ (ხელმოწერილია 2011 წლის 19 დეკემბერს, ძალაშია ხელმოწერის დღიდან).
• საგრანტო შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ (ხელმოწერილია 2012 წლის 10 ივლისს, ძალაშია ხელმოწერის დღიდან).

მნიშვნელოვანი ვიზიტები:

საქართველოდან ჩინეთში განხორციელებული ვიზიტები:

 

2006 წელი
11.04.2006 – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს პრეზიდენტი ბატონი მიხეილ სააკაშვილი.
2007 წელი
20-25.05.2007 საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ქალბატონი ზინაიდა ბესტაევი ეწვია ქ. პეკინს ჩინეთის ეთნიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო კომისიის მიწვევით.
2-10.03.2007  საქართველოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დელეგაცია ეწვია ჩინეთს, გენერალური მდივნის ბატონი დავით კირკიტაძის ხელმძღვანელობით.
2-7.06.2007 შპს „საქართველოს რკინიგზის" დელეგაციის ვიზიტი ქ. პეკინში.
2008 წელი
18-20.11.2008 კახეთის რეგიონში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული ბატონი გიორგი ღვინიაშვილი და საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონი ზაზა გულიკაშვილი ვიზიტით იმყოფებოდნენ ჩინეთის სინძიან-უიგურეთის ავტონომიურ რეგიონს დაძმობილების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მიზნით.
2009 წელი
23-26.11.2009 პეკინში საქართველოს საელჩოს ინიციატივით ჩინეთის საპორტო ქალაქ ცინდაოში სტუმრობდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის წარმომადგენლობითი დელეგაცია გუბერნატორ ზაზა გოროზიას და ფოთის მერის ბატონ ვანო სიღანიძის ხელმძღვანელობით. გამოიკვეთა ფოთსა და ცინდაოს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები.
2010 წელი
17-22.03.2010 ჩინური მხარის მიწვევით შედგა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ბატონ აკაკი მინაშვილის ხელმძღვანელობით.
30.06.2010 პეკინში გაიმართა საქართველო-ჩინეთის პოლიტიკური კონსულტაციები საგარეო საქმეთა სამინისტორების დეპარტამენტების დირექტორების დონეზე.
25–30.10.2010 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეწვია საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბატონი ნიკა გილაური.
12–15.12.2010 პეკინში გაიმართა საქართველო–ჩინეთის სავაჭრო–ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეოთხე სხდომა. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი აბესალომ (არჩილ) კეკელია.
2011 წელი
23–31.03.2011 ჩინეთში (პეკინი, ჩენგდუ, ჰონგ–კონგი) სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე აბესალომ (არჩილ) კეკელია.
2012 წელი
23–25.04.2012 პეკინში გაიმართა საქართველო-ჩინეთის პოლიტიკური კონსულტაციები საგარეო საქმეთა სამინისტორების დეპარტამენტების დირექტორების დონეზე.
23–25.05.2012 ჩინეთში ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე მაია სიდამონიძე. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ჩინეთის ტურისტული ჯგუფების საქართველოში მოგზაურობის ხელშეწყობის შესახებ.

20-22.06.2012 ჩინეთში ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის (საქპატენტი) თავმჯდომარე ირაკლი ღვალაძე.
17–20.09.2012 ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა მემორანდუმს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ჩინეთის კულტურის სამინისტროს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

ჩინეთიდან საქართველოში განხორციელებული ვიზიტები:


2007 წელი
31.08-02.09.2007 საქართველოს ეწვია ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა განყოფილების გამგის, ბატონი ვან ძიაოჯუეის ხელმძღვანელობით.
1-3.10.2007 ჩინეთის სინძიან-უიგურეთის ავტონომიური რეგიონის ვიცე-გუბერნატორი, ბატონი იან განი ეწვია კახეთს, რომლის დროსაც ხელი მოეწერა განზრახულებათა ოქმს კახეთის რეგიონსა და სინძიან-უიგურეთის ავტონომიურ რეგიონს შორის თანამშრომლობის შესახებ.
2009 წელი
21.12.2009 თბილისში გაიმართა საქართველო-ჩინეთის პოლიტიკური კონსულტაციები საგარეო საქმეთა სამინისტორების დეპარტამენტების დირექტორების დონეზე.
2010 წელი
4.06.2010 თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის მოადგილე ბატონი ფუ ძინგი. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრთან და საქართველოს ფინანსთა მინისტრთან.
2012 წელი
9–11.07.2012 თბილისში გაიმართა საქართველო–ჩინეთის სავაჭრო–ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეხუთე სხდომა. ჩინეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა კომერციის სამინისტროს საერთაშორისო სავაჭრო წარმომადგენლის მოადგილე (მინისტრის მოადგილის დონე გახლავთ) ჩონ ქუენი. გაიმართა შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან და საქართველოს ფინანსთა მინისტრთან.
22–24.07.2012 საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა სრულიად ჩინეთის მრეწველობისა და ვაჭრობის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი ჩუ პინგი. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ჩინეთის მრეწველობისა და ვაჭრობის ფედერაციას შორის თანამშრომლობის შესახებ.

3–6.08.2012 საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის დელეგაცია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ბიუროს დირექტორის თან იუნსიანგის ხელმძღვანელობით.

15–19.09.2012 საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ჩინეთის პარლამენტის დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ლი ჭაოსინის ხელმძღვანელობით. შედგა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.

23–25.09.2012 საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ჩინეთის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის კომიტეტის (CCPIT) თავმჯდომარე ვან ძიფეი. შედგა შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, საქართველოს პარტნიორობის ფონდის პრეზიდენტთან და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელობასთან.

ბმული:
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი: www.fmprc.gov.cn

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ