საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სტატია იაპონურ ჟურნალ WILL-ის სექტემბრის გამოცემაში

პოპულარულმა იაპონურმა ჟურნალმა, WILL-მა სექტემბრის გამოცემაში დაებჭდა სტატია, რომელიც იაპონიაში საქართვეოს ელჩის, დოქტორ ლევან ცინცაძის ინტერვიუზე დაყრდნობით მკითხველს ტოჩინოშინის მიღწევებისა, ქართულ-იაპონური ურთიერთობებისა და საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ მოუთხრობს. 
სტატიაში ხაზგასმულია, რომ ტოჩინოშინის წყალობით სუმომ საქართვეოში პოპულარულობა მოიპოვა. ივნისში საქართველოში ვიზიტისას მას სპორტის რაინდის წოდებაც კი გადაეცა. ბატონმა ცინცაძემ ინტერვიუში აღნიშნა, რომ თავადაც მას მერე გაუღვივდა სუმოს მიმართ ინტერესი, რაც ტოჩინოშინსა და გაგამარუს გულშემატკივრობა დაიწყო. 
ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში არა მხოლოდ სუმო, არამედ ზოგადად იაპონური კულტურაა პოპულარული. განსაკუთრებით კი იაპონური ლიტერატურა, სამზარეულო და ა.შ.
ინტერვიუში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ქართვული მეღვინეობის კულტურასა და ისტორიასაც. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ღვინის სამშობლოდ არის მიჩნეული. ამავე დროს, დნმ-ის ანალიზით დადგინდა, რომ იაპონური ყურძნის სახეობა კოშუს ფესვებიც საქართველოდან იღებს სათავეს. იუნესკომ კი ქართული მეღვინეობა იაპონურ სამზარეუოსთან მსოფლიოს მემკვიდრეობად აღიარა. 
ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ ღვინის გარდა იაპონიაში საქართველოდან მინერალური წყალი, წვენები და თაფლიც შემოდის, მაგრამ ის ყველაზე მეტად ქართულ კივის უწევს რეკომენდაციას, რომლის იმპორტმაც წელს 200 ტონას გადააჭარბა.
ბატონმა ცინცაძემ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა, რომ იაპონია საქართველოსთვის ყოველთვის მეგობარი ქვეყანა იყო. მაშინაც კი, როცა საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო ქართველები რუსეთ-იაპონიის ომში იაპონიას გულშემატკივრობდნენ. ახლაც, იაპონიის პრემიერ მინისტრი, შინძო აბე საქართველოს დიდი გულშემატკივარია და იმედია, რომ ახლო მომავალში ეწვევა კიდეც ჩვენს ქვეყანას. 
ამას გარდა, ელჩმა ისაუბრა საქართველოს უძველეს ისტორიაზე, ბუნებასა და ქვეყნის სხვა მომხიბლავ მხარეებზე. რაც საფუძვლად უდევს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას.