საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სტატიები ტოჩინოშინის შესახებ

იაპონურ მასმედიაში რამდენიმე სტატია მიეძღვნა ქართველი ფალავნის ტოჩინოშინისათვის ოძეკის სტატუსის მინიჭების აღსანიშნავად გამართული მიღებას. 
ჟურნალისტებმა ყურადღება გაამახვილეს ტოჩინოშინის სიტყვებზე, რომ იაპონიაში ჩამოსვლის მერე, 13 წლის განმავლობაში მრავალი დაბრკოლების გადალახვა მოუწია, მაგრამ ის მზადაა, სკოლის პრეზიდენტის მიერ დარქმეული სახელი დაიცვას, გაუფრთხილდეს იაპონურ სულს, ქართულ სულს, სუმოს სულსა და თავისი სკოლის ქასუგანობეიას სულს, და იგივე შემართებით გააგრძელოს წარმატებისკენ წინსვლა.
მილოცვის სიტყვები წარმოთქვა იაპონიაში საქართველოს ელჩმა, ბატონმა ლევან ცინცაძემ. ელჩმა ტოჩინოშინს "თანამედროვეობის ჰერაკლე" უწოდა. "დარწმუნებული ვარ, ახლო მომავალში იოკოძუნა ტოჩინოშიც მოგვევლინება" - დასძინა მან.
სადღეგრძელოების მერე, ტოჩინოშინს თაიგული მიართვა ყოფილმა ძიუდოისტმა, მსოფლიოში ცნობილმა სპორტსმენმა, ნაოია ოგავამ.