საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის ინტერვიუ რადიო გადაცემა სთენდ-ბაიში

10 ივნისს, გაზეთ მაინიჩი შიმბუნის რედაქტორის მრჩეველმა, იოშიაკი იტომ იაპონიაში საქართველოს ელჩთან, ლევან ცინცაძესთან ინტერვიუზე დაყრდნობით რადიო რადიკოს გადაცემა სთენდ-ბაიში საქართველოს შესახებ ისაუბრა. 
იოშიაკი იტომ მსმენელს მოუთხრო ტოჩინოშინის სამშობლოს საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის, კულტურისა და პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ.
აღინიშნა, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა და ამჟამად იაპონიაში ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მე18 ადგილზეა, მაგრამ გაყიდვების დინამიკის მიხედვით და ტოჩინოშინის დამსახურებით საქართველო ალბათ მალე დაწინაურდება ამ სტატისტიკაში.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს იაპონურ დასახელებას, რომელიც ორიოდე წლის წინ "გრუზიადან" "ჯორჯიად" გადაკეთდა. წამყვანმა აღნიშნა, რომ საქართველოს ელჩმა, რომელიც მანამდეც დიდ ხანს ცხოვრობდა იაპონიაში და ბირთვული ფიზიკის განხრით იაპონიის სხვადასხვა უნივერსიტეტებში მუშაობდა, მოახერხა რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი პრემიერ მინისტრ აბესთან პირდაპირ შეეხვედრებინა, აღნიშნული შეხვედრა კი გადამწყვეტი აღმოჩნდა სახელის შეცვლაზე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით. 

წამყვანის თქმით, ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ ტოჩინოშინის მოღვაწეობის წყალობით იაპონიაში საქართველო უფრო ფართოდ გაიცნეს. მეორეს მხრივ, საქართველოშიც სუმოს პოპულარობა გაიზარდა, რასაც ელჩმა ტოჩინოშინის ეფექტი უწოდა.

http://radiko.jp/#!/ts/TBS/20180710063000