საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მეღვინეობის შესახებ სომელიეთა სახელმძღვანელოში ინფორმაცია შევიდა

"იაპონიის სომელიეთა ასოციაციამ" 2018 წელს პირველად სომელიეთა სახელმძღვანელოში საქართველოს მეღვინეობის შესახებ პარაგრაფიც შეიყვანა. "იაპონიის სომელიეთა ასოციაცია" ქვეყნის ყველაზე დიდი და პრესტიჟული ამ ტიპის ორგანიზაციაა, რომლის მიერ გამოცემული სახელმძღვანელო სომელიეს ლიცენზიის მისაღებად აუცილებლად სასწავლო მასალას წარმოადგენს. 
სახელმძღვანელოში დაწვრილებით არის აღწერილი ქართული მეღვინეობის ისტორია, მიკროზონების გეოგრაფიული რეგიონები, მოყვანილია ქართულ ღვინოსთან დაკავშირებული ძირითადი სტატისტიკები, აღწერილია ქვევრით ღვინის დაყენების მეთოდი, ქართული სამზარეულო და ა.შ. განსაკუთრებით აღნიშნულია, რომ ღვინის კეთება ჩვ.წ. აღ.-მდე 6000 სწორედ საქართველოში დაიწყო.