საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

თანამშრომლობის სფეროები:

იაპონიის განვითარების ოფიციალური დახმარება (ODA) ხორციელდება საქართველოში იაპონიის თანამშრომლობის საერთაშორისო სააგენტოს (JICA) მიერ რამდენიმე მიმართულებით: საგრანტო დახმარება ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროებისთვის (ენერგეტიკა, გზები, საავადმყოფოები და სოფლის მეურნეობა), შეღავათიანი სესხები (ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ინფრასტრუქტურა), საგრანტო დახმარება ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის და ტექნიკური დახმარება (ქართველი სპეციალისტების მომზადება იაპონიაში და იაპონელი ექსპერტების მოვლინება საქართველოში). ODA-ს ფარგლებში განხორციელდა ასევე უამრავი პროექტი აგრარულ, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში.

აღნიშნული დახმარების ფარგლებში, ამჟამად იაპონიის მთავრობა მონაწილეობას იღებს საქართველოში მიმდინარე ორი მნიშვნელოვანი პროექტის დაფინანსებაში: აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტი და მზის ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემის სუფთა ენერგიის მიღების პროექტი.

სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა:

სავაჭრო ბრუნვის მონაცემები:

მილიონი აშშ დოლარი

წელი

2007

2008

2009

2010

2011

ექსპორტი

0.4

0.3

4.6

8.1

2.9

იმპორტი

55.7

119.8

60.1

80.9

174.1

სავაჭრო ბრუნვა

56.1

120.0

64.6

89.0

177.0

ბალანსი

-55.3

-119.5

-55.5

-72.8

-171.2