საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

levan tsintsadze

ლევან ცინცაძე დაიბადა 1969 წლის 20 ივლისს, ქ.თბილისში.

1986-1989 წლებში სწავლობდა მოსკოვის ფიზიკისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტში.

1990 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პლაზმის ფიზიკის სპეციალობით.

1989-1994 წლებში მუშაობდა ფიზიკის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად და  მეცნიერ თანამშრომლად.

1991 წელს იყო მოწვეული ფიზიკოსი JET Joint Undertaking, ქ. აბინგდონში, დიდი ბრიტანეთი.

1992 წელს აქვს მინიჭებული ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

1993-1994 წლებში მუშაობდა პლაზმის ფიზიკის ინსტიტუტში ქ. იულიჰში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკა.

1994-2013 წლებში იყო ფიზიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი.

1994-1995 წლებში იყო ანტვერპენის უნივერსიტეტი მეცნიერ თანამშრომელი, ანტვერპენი, ბელგიის სამეფო.

1995-2012 წლებში იყო მოწვეული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, მეცნიერ თანამშრომელი ჰიროშიმას, ოსაკას, კიოტოს და ცუკუბას უნივერსიტეტებში და ატომური ენერგიის კვლევის ინსტიტუტში, იაპონია.

2004 წელს აქვს მინიჭებული ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

2004-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის თავმჯდომარედ.

2005 წლის ივნისიდან დეკემბრამდე იყო საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი.

2004-2005 წლებში იყო საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა კომიტეტის თავმჯდომარე იუნესკოში; ნატოს სამეცნიერო კომიტეტის ასოცირებული წევრი; საქართველოს წარმომადგენელი საერთაშორისო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის მმართველთა საბჭოში; საქართველოს წარმომადგენელი უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის მმართველთა საბჭოში; ამერიკის სამოქალაქო კვლევისა და განვითარების ფონდის წარმომადგენელი საქართველოს მთავრობაში.

2013 წლის 6 ივნისიდან 5 დეკემბრამდე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი.

2013 წლის 5 დეკემბრიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში.

არის 89 სამეცნიერო შრომის ავტორი და ამერიკის სამოქალაქო კვლევისა და განვითარების ფონდის ილდოს მფლობელი.

ფლობს ინგლისურ, იაპონურ, რუსულ და გერმანულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟი.