საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურისა და აღჭურვილობის შესაძენად იაპონიის მთავრობა საქართველოს, 300,000,000 იენს გამოუყოფს

 

22 ივლისს, საქართველოსა და იაპონიის მთავრობებს შორის არასაპროექტო გრანტის ფარგლებში, გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც იაპონიის მთავრობა საქართველოს მთავრობისთვის გამოყოფს 300,000,000 იაპონური იენის ოდენობის (დაახლოებით 2.8 მლნ აშშ დოლარი) არასაპროექტო საგრანტო დახმარებას.

შესაბამის ნოტებსა და თანდართულ დოკუმენტაციას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ.

არასაპროექტო გრანტი გამოყენებულ იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჭიროებისთვის, კერძოდ, სხვადასხვა ტიპის მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურისა და აღჭურვილობის შეძენისთვის.