საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

რაგბის ფესტივალში მონაწილეობის შესახებ

2019 წლის 1 ივნისს, ქ.ტოკიოში სუპერ რაგბის მატჩის დღეს, სტადიონის მიმდებარედ რაგბის ფესტივალი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს საელჩოს სტენდი მოეწყო.

საქართველოს საელჩოს სტენდზე მოეწყო ღვინის დეგუსტაცია და წარმოდგენილ იქნა საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ბროშურები.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში საელჩოს თანამშრომლებს დახმარება გაუწიეს ქ. ტოკიოში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა.