საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ორგანიზაცია „გაკუშიკაიკანში“ გამართული ღონისძიების შესახებ

22 მარტს ორგანიზაცია „გაკუშიკაიკანში“ ღვინის ეროვნული სააგენტოს, "ასოციაცია ქართული ღვინოს" და იაპონიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება, რომელზეც ქართული და ფრანგული კერძები და ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი. „გაკუშიკაიკანი“ 1928 წელს შექმნილი შვიდი მსხვილი ეროვნული უნივერსიტეტის (ტოკიოს უნივერსიტეტი, ჰოკაიდოს უნივერსიტეტი, ტოჰოკუს უნივერსიტეტი, ნაგოიას უნივერსიტეტი, კიოტოს უნივერსიტეტი, ოსაკას უნივესიტეტი, კიუშუს უნივერსიტეტი) გაერთიანებაა. 

ონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, არჩილ მაჭავარიანმა, რომელიც მათ მარტის თვეში შემდგარ უმაღლესი დონის ქართული დელეგაციის ვიზიტზე, ტოკიოში მიმდინარე გამოფენა "Georgia Homeland of Wine"-ზე, ქართულ სამზარეულოზე, ღვინოსა და კულტურაზე ესაუბრა. 

ღონისძიებას ორგანიზაციის წევრები, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობის და მრეწველობის სამინისტროს და იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის (JETRO) წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ქართული და ფრანგული კერძები კი გაკუშიკაიკანის დირექტორმა და მთავარმა მზარეულმა, მასარუ ოსაკამ და ცნობილმა ქართველმა მზარეულმა, თეკუნა გაჩეჩილაძემ მოამზადეს.