საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართველი დიზაინერების სტენდი „Fashion World Tokyo 2019''-ზე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და იაპონიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, 2019 წლის 29-31 მარტს, ქ. ტოკიოში, ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ გამოფენაზე „Fashion World Tokyo 2019'' ქართველი დიზაინერების პროდუქცია იქნა წარმოდგენილი.
ქართული სტენდის ქვეშ გამოფენაზე საკუთარი პროდუქცია წარმოადგინა თერთმეტმა ქართულმა ბრენდმა, კერძოდ: „ელსელემა“, „ევროტექსი“, „აკა ნანიტა“, „MAMY BAG”, “ფაფანაკი“, „ტატუნა ნიკოლაიშვილი“, „ქეთი ჩხიკვაძე“, „Fashion House Tamuna Ingorokva”, “ავთანდილი“, „ლალო“ და “Cecilie”.