საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს გასაცნობი სემინარი

13 ოქტომბერს, საიტამას პრეფექტურის ქალაქ კუმაგაიაში, სადაც 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ურუგვაის ნაკრებთან შეხვედრას გამართავს, კუმაგაიას საერთაშორისო მეგობრობის ასოციაციის ორგანიზებით საქართველოს გასაცნობი სემინარი გაიმართა. სემინარს ესწრებოდა ქალაქის მერი, მერიისა და მერიასთან არსებული ორგანიზაციების თანამშრომლები, კუმაგაიას მოქალაქეები და ადგილობრივი ტელევიზია.
იაპონიაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებმა კუმაგაიას საქართველოს ისტორიის, კულტურისა და ტურისტული მხარეების შესახებ პრეზენტაცია გამართეს, რის შემდეგაც ორგანიზატორებმა მოქალაქეებს ქართული ღვინო, მინერალური წყალი და წვენები შესთავაზეს.