საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი სემინარი

11 ოქტომბერს საქართველოს საელჩოსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ორგანიზებით სააგენტოს სათაო ოფისში საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი სემინარი მოეწყო.
ღონისძიებას 50-მდე ტურისტული კომპანიისა და მედიის წარმომადგენელი ესწრებოდა და მის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა, დოქტორ ლევან ცინცაძემ და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს უფროსმა ვიცე პრეზიდენტმა, ნორიკო სუძუკიმ.
სემინარის მიმდინარეობისას პრეზენტაციები გააკეთეს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ცენტრალური აზიისა და კავკასიის დეპარტამენტის დირექტორმა, ჰაჯიმე ტანიგუჩიმ, ტურისტული კომპნია "JTB"-ის წარმომადგენელმა, შოკო უსუიმ, ჟურნალისტმა, მეგუმი ნიშიკავამ და საქართველოს საელჩოს წარმომადგენელმა, დავით გოგინაშვილმა. 
პრეზენტაციების შემდეგ სტუმრებისათვის ქართული ღვინის დეგუსტაცია მოეწყო.