საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მინატოს სახალხო ფესტივალში მონაწილეობის შესახებ

2018 წლის 6 ოქტომბერს საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო, ქ. ტოკიოს მინატოს ნაწილის თვითმმართველობის მიერ ორგანიზებულ სახალხო ფესტივალში. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საქართველოს სტენდი, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო, ხელნაკეთი ნივთები, ეროვნული სამოსი და საინფორმაციო მასალა საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ. სტუმრებისთვის, ასევე მოეწყო ფოტო გამოფენა „Spectacular Georgia“.